ყველაზე კითხვადი
"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად" - ბაია დავითაიას ემოციური მოგონება
"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად" - ბაია დავითაიას ემოციური მოგონება
ბაია დავითაია, თბილისი
"განსაკუთრებული ბავშვი”, “არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე”- ასეთი კითხვები თუ შეფასებები ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება და როგორც აუტიზმის დიაგნოზის მქონე შვილის დედას, ძალიან კარგად მესმის ის შიში და დაბნეულობა, რომელიც ლოდივით აწევთ მშობლებს და განწირულობის, გარდაუვალი იზოლაციის შეგრძნებას უღვივებს. მაგრამ, ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში თანდათან კლებულობს, რადგან დაუღალავი, უწყვეტი წინსვლის სურვილი და ლუკას უკეთესი მდგომარეობა მეხმარება ამის დაძლევაში. სანამ საბოლოოდ დარწმუნდები, შენს შვილს აუტიზმი აქვს თუ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არა, დიდი დრო გადის. აუტიზმისთვის
დამახასიათებელი თვისებები ბევრმა არ იცის და შეიძლება მნიშვნელოვანი რამ გამოგეპაროს. არადა, აუტიზმის შემთხვევაში დაგვიანება ძალიან საშიშია.
ლუკას შემთხვევაში პირველი გამოვლინება იყო, რომ მან მეტყველება შეწყვიტა. თურმე ეს ყოფილა მაჩვენებელი იმისა, რომ მას შესაძლოა ქონოდა აუტიზმი. დედაჩემმა, რომელიც არის პედიატრი ია დავითაია, მირჩია წამეყვანა ბავშვთა ფსიქოლოგთან. თავიდან ფსიქოლოგს ეგონა, რომ ეს გაურკვეველი სტრესის შედეგი იყო და მალე გაუვლიდა, რადგან ბავშვს აუტიზმისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებები არ ჰქონდა გამოვლენილი. მეტყველების დაბრუნების მოლოდინში გავიდა ის აღუდგენელი დრო, რომელსაც დღემდე ვნანობ... შემდეგ გერმანიაში წავიყვანეთ, სადაც ძალიან არაადელიკატურად „გვახალეს“ დიაგნოზი. კარგად მახსოვს ის გერმანელი ექიმი, ყოველი მისი სიტყვა გასროლილი ტყვიასავით მხვდებოდა. ეს კაცი მთელი ცხოვრება მემახსოვრება... მისი სიტყვები ლუკას მომავალზე ჩემთვის საბოლოო განაჩენივით ჟღერდა. ძალიან ცუდად მახსენდება ეგ პერიოდი...


ასევე იხილეთ: აუტიზმი თუ უცნაური ბავშვი? - ინტერვიუ ბაია დავითაიასთან


შემდეგ ამერიკაში გავემგზავრეთ იმიტომ, რომ თბილისში ვერაფერი მოვიძიე მის დასახმარებლად და ინფორციასაც კი, მხოლოდ, ინტერნეტით ვპოულობდი. ამერიკაში რომ ჩავედით, იქაც ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ინგლისური არ ესმოდა საერთოდ ბავშვს და ორი წელი მოუნდა თუნდაც იმას, რომ თითით ეჩვენებინა, რა სურდა. კიდევ გარკვეული პერიოდი, რომ ბგერები დაბრუნებოდა და ინგლისური გაეგო, რომელიც მისთვის ახალი ენა იყო. ეს კი დიდ დროს მოითხოვდა და იყო საშიშროება, რომ ისევ ბევრ დროს დავკარგავდით. დროს კი, ჩვენს შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა... თან მუდმივად სტრესში ვიყავი იმის გამო, რომ ლუკასი არ მესმოდა და მეშინოდა რამე არ გამომპარვოდა. ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად... ახლა უკვე მეტი წინსვლა გვაქვს - აიპადს ხმარობს და გაჩვენებს, რა უნდა და ა.შ.
საქართველოში ამ ბავშვებზე მორგებული გარემო არ არსებობს, სამწუხაროდ. მაგალითად, ამერიკაში ლუკა დამყავს ხოლმე კინოში, სადაც სპეციალური სეანსები იმართება. იქ დარბაზი არ არის ჩაბნელებული და არც ჟღერადობაა ხმამაღალი. ძალიან საჭიროა ასეთი ადგილები, სადაც მათზე ადაპტირებული გარემო იქნება. ჩემი ფონდის, „საქართველოს აუტიზმის ფონდის“, ინიციატივით ასეთი სეანსები თბილისშიც დავნერგეთ. ძალიან დიდი მხარდაჭერაა კინოთეტრების ხელმძღვანელების მხრიდან, რაც სასიხარულოა და იმედის მომცემი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა და პროგრამის მიხედვით მუშაობა. თერაპევტები ამაში გეხმარებიან, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და ძვირად ღირებული მომსახურებაა. თუმცა, საბოლოო შედეგი მარტო ფინანსებზე არ არის დამოკიდებული, ბავშვის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევებიც უნდა გაძლევდეს ამის საშუალებას. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ მე მეტის იმედი მქონდა თავიდან...
თუ თქვენ ამ პრობლემას შეეჯახეთ, შეიტყვეთ ამ დიაგნოზის შესახებ, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში. დროულად თერაპიის დაწყება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, დადებით შედეგებს იძლევა. თუ მშობელი სასოწარკვეთილია, ბავშვის ნებისმიერ რეაბილიტაციაზე და სიტუაციის გამოსწორებაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ჩვენ, მშობლები, ვართ მოქმედი ძალა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! იმის მიუხედავად, თუ როგორი უთქმელი, გონებრივად განსაკუთრებული ან ჩაკეტილებიც არ უნდა იყვნენ ჩვნი შვილები, სამყაროსთვის ისეთივე თანასწორუფლებიანები არიან, როგორც ყველა. მათი სიცოცხლე არის მათივე უფლებების და თავისუფლებების გარანტი. ხოლო როგორი ხარისხით იქნება ეს უფლებები დაცული, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამაზე ზრუნვა წარმოადგენს ჩვენ საერთო და ძირითად მიზანს!
კი, ეს არის რთული და გრძელი გზა, მაგრამ აუცილებლად გასავლელი. ზოგჯერ ახლობელი ადამიანები არ არიან მზად ამ პროცესში გვერდში დგომისთვის. სიმარტოვე კი აღვივებს სრული უიმედობის განცდას. ამიტომ, ოჯახის წევრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენ ცხოვრებაში. თავად ოჯახის ცნებაა აუცილებელი ბავშვისთვის და მისი მომავლისათვის. განსაკუთრებული შვილების მშობლებო, ჩემო საყვარელო და ფასდაუდებელო ადამიანებო, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ბრძენი და უსაზღვროდ თავდაუზოგავები. გახსოვდეთ, რომ ჩვენი შვილები თვითგამორკვევის გზაზე მიგვიძღვებიან. ჩვენ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მისია გვაკისრია!"

© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან
18707
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
07.03.2017
"აუცილებლად შეიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომ მან სწორი კომუნიკაცია ისწავლოს და..."
27.02.2017
ყველაზე ხშირად რა სიტყვებს ეუბნებით თქვენს შვილებს - "შეიძლება" თუ "არ შეიძლება?"
26.01.2017
ეს თქვენს ბავშვებს გამოადგებათ
24.12.2016
ცხოვრებისეული საჩუქრები, რომლებსაც გულით დაატარებენ
04.12.2016
გაირკვა, რომ სათამაშო დავალებებს ყველაზე კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა, რომელთაც მშობლები




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი