არის თუ არა სპინერი ”ანტისტრესი” - რას გვირჩევს ფსიქოლოგი
არის თუ არა სპინერი ”ანტისტრესი” - რას გვირჩევს ფსიქოლოგი
ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძის მოსაზრება - სათამაშო „სპინერთან“ დაკავშირებით.

გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:

1) სათამაშოს შეძენის სურვილი, ბავშვებში უმეტეს შემთხვევაში არის მიბაძველობითი ხასიათის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს მშობელმა რომ ფლობის სურვილი თავისტავად მიუთითებს პრობლემაზე.

2) არ არსებობს არანაირი სამეცნიერო კვლევა, რომელიც დაგვიდასტურებს ამ კონკრეტული ნივთის „ანტისტრესულ“ ხასიათს.

3) დაგროვებული ფსიქიკური ენერგია (რისი დაგროვებაც უმეტეს წილად ხდება სტრესის დროს), ნებისმიერი სახის მოტორული აქტივობა იწვევს ამ ენერგიისგან განთავისუფლების განცდას (იქნება ეს სირბილი, კალმის თავის წკაპუნი, სათამაშო სპინერის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტრიალი თუ ა.შ.).


ასევე იხილეთ: რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი
თვისება აქვს მას


4) თუ ადამიანი ეჩვევა სტრესთან გამკლავების მხოლოდ (ვიმეორებ - მხოლოდ) ამ გზას, არის რისკი ადიქციის ჩამოყალიბებისა (როგორც მაგალითად ალკოჰოლი, გადაჭარბებული ექსტრიმი ან ა.შ.)

5) ადიქციაზე, დამოკიდებულებაზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
• ქცევა არ არის კონტროლირებადი
• არის განმეორებადი
• შეიცავს ზიანს

6) ბოლო პუნქტის არესბობის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, შფოთვის დაგროვების მიზეზის პოვნა, მისი ვერბალიზაცია, მხოლოდ მოტორული აქტივობით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.

7) რაც შეეხება სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვებს, აქაც რამდენიმე გარემოებაა, რომლებიც ასევე არ არის მეცნიერულად დამტკიცებული თუმცა ფაქტია რომ ADHD სინდრომის მქონე ბავშვებში (რომლებსაც აპრიორი უჭირთ მოზღვავებული ფსიქიკური ენერგიის მართვა) სათამაშო დადებითად მოქმედებს.
6707
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
15:31 / 13-06-2017
კობა
ჟიდო-მასსონთა მორიგი აფიორაა ერთდროულად ხალხის გამოსათაყვანებლად და ფულის გასაკეთებლად!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.06.2017
ამ კითხვებზე სტუდია "ბასტი ბუბუს" ფსიქოლოგი ემა თორია უპასუბს
11.06.2017
დეპრესია სულ პატარა ბავშვსაც შეიძლება დაემართოს
01.06.2017
"მე ჩაქუჩივით არ ვუკაკუნებ ტვინში მემკვიდრეობით დაზეპირებულ ფრაზებს: “უფროსს სიტყვა არ შეუბრუნო”, “ბავშვს ვინ კითხავს”, “იტირებ და გაჩუმდები”... - ყველასთვის წასაკითხი ბლოგი
09.05.2017
რა ასაკამდე უნდა ეძინოს ბავშვს მშობლებთან ერთად? რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს დაგვიანებულ მეტყველებას? რა ვქნათ, როცა ბავშვს აქვს აგრესიული ქცევები და სიჯიუტე? როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს სასჯელს?
07.03.2017
"აუცილებლად შეიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომ მან სწორი კომუნიკაცია ისწავლოს და..."
27.02.2017
ყველაზე ხშირად რა სიტყვებს ეუბნებით თქვენს შვილებს - "შეიძლება" თუ "არ შეიძლება?"




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი