რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ქართველმა კაცებმა გულახდილად ისაუბრეს ეს სტატია საიტ The People-ზე გამოქვეყნდა. ავტორი იულია დრინია, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრჯერ ყოფილა საქართველოში. მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ. საინტერესოა, რას და რატომ ფიქრობენ ქართველი მამაკაცები, რომლებიც იულიამ მოძებნა და რატომღაც, რბილად რომ ვთქვათ, განაწყენებული არიან ქართველ ქალებზე. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი არწმუნებენ სლავებს, რომ ქართველ ქალებს ბევრად ჯობიან და ქართველი ქალები თურმე გაცილებით მეტი მინუსით არიან აღჭურვილი, ვიდრე პლუსით:
"ქართველმა მამაკაცებმა The People-ს უამბეს, რომ სლავი ქალები, მათი აზრით, ქართველ ქალებს ჯობიან, თურმე სლავი ცოლის ყოლა ისევე პრესტიჟული ყოფილა, როგორც "ბენტლის" ყოლა და თურმე სლავ ქალთან გატარებული ერთი წელი ქართველ ქალთან გატარებულ ხუთ წელს ჯობს.
აბსოლუტურად ყველა სლავი გოგონა, რომელიც საქართველოში ყოფილა (განსაკუთრებით ქერათმიანები) დაადასტურებს, რომ ქართველი მამაკაცები მათდამი გულგრილები არ არიან. ჩვენ ყოველთვის გვიკლებენ ფასს "ლამაზი თვალების გამო" და ისე გვიყურებენ, როგორც მწყურვალე ადამიანი ყინულიან წყალს. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ვიწვევდით ასეთ ყურადღებას? ჩემკენ მომართული მორიგი ჯიგიტის ყველა მზერა მაოცებდა: "ნუთუ მათ თავიანთი ქალები არ ყოფნით?" ცოტა ხნის წინ ხაჭაპურისა და ხინკლის სამშობლოში მყოფმა ვისარგებლე შემთხვევით და ვიპოვე მამაცი ბიჭები, რომლებმაც ამიხსნეს, რატომ არ მოსწონთ ქართველი ქალები.
სანდრო ნემსაძე, 27 წლის (3 წელი ჰყავდა რუსი ცოლი): "ჩემს რუს ცოლს თურქეთში შევხვდი (იქ ვმუშაობდი, ის კი თავის შეყვარებულთან ჩამოვიდა სტუმრად). ყველაფერს თუ დავარქმევთ თავის სახელს, მე ის შეყვარებულს წავართვი (ასეთები არიან სლავი ქალები - მათ გამო შეიძლება თავიც დაკარგო და მეგობარიც გაიმეტო). რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიქორწინეთ. დღემდე მახსოვს, როგორ დაურეკა მშობლებს რუსეთში და უთხრა: "დედა, ქართველს გავყევი ცოლად". სამწუხაროდ, სამი წელი ვიყავით მხოლოდ ერთად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის კარგი გოგონა, მეგობარი და კარგი ცოლი იყო (და ყოველთვის ვიეჭვიანებ მასზე). მომავალში კი (თუ ბედმა კიდევ მომიმზადა ერთი ქორწინება), ალბათ ისევ სლავზე ვიქორწინებდი. დამიჯერეთ, ჯობს ერთი წელი სლავთან იცხოვრო, ვიდრე ხუთი ქართველთან. ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდა ბებია, რომ რუსი ცოლი მეყოლებოდა. სლავები ჩვენებისგან განსხვავებით, ყოველთვის მიზიდავდნენ გარეგნობით. ცოტა ხნის წინ წვეულებაზე გავიცანი ქართველი გოგონა. შესანიშნავად გამოიყურებოდა, გულღია იყო (გამიკვირდა კიდეც, ასეთი მოვლილი და უკომპლექსო ქართველი რომ ვნახე). ერთი კვირის მერე შეხვედრა ვთხოვე და... ვინანე. მოუვლელი მოვიდა, თითქოს პაემანზე კი არა, ბოსტანში მიდიოდა. ქართველ ქალებს არ შეუძლიათ, იყვნენ სექსუალურები, მოხიბლონ ბიჭი, არც კი ცდილობენ მამაკაცის მიზიდვას. უმრავლესობა ძალიან დაკომპლექსებულია, თუმცა იმავდროულად - ძალიან მომთხოვნი, საპასუხოდ კი არაფეს გაძლევენ (სულ უნდათ ყვავილები, საჩუქრები, რესტორნები, ყურადღება და ამას ისე აღიქვამენ, რომ ასეც უნდა იყოს). ერთადერთი პლუსი მათი ის არის, რომ მათთან იოლია ყოველდღიური ცხოვრება - არასდროს მოსთხოვენ ქმარს ჭურჭლის გარეცხვას და სახლის დალაგებას, რადგან მათ ბავშვობიდან ასწავლიან ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას)".
ვახტანგი, 30 წლის (უკრაინელი ჰყავს ცოლად 5 წელია): "მეგობრის ქორწილში შევხვდი მომავალ ცოლს. მხიარულება, ცეკვები, სადღეგრძელოები... ქორწილის მერე ერთმანეთს ვწერდით, მერე შეხვედრაც დავიწყეთ. ნელ-ნელა ყველაფერი ქორწინებისკენ წავიდა. ვიცინით ხოლმე, რომ ყველაფერი ქორწილით დაიწყო და ქორწილით დაგვირგვინდა. მართალი გითხრათ, კონკრეტულად სლავ ცოლს ვეძებდი. პრინციპში, ქართველი ქალების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინი ყოველთვის ოჯახს აყენებენ პირველ ადგილზე, ბევრი მზად არის, ქმრის ღალატზეც კი დახუჭოს თვალები ოჯახის შესანარჩუნებლად და, სამწუხაროდ, მამაკაცები ამით სარგებლობენ. მაგრამ სლავ ქალს უნდა, რომ ქმრისთვის ერთადერთი იყოს და ყველაფერს აკეთებს, რომ ასე მოხდეს. თუ მას უღალატე, მზად იყავი, რომ მეორე დილით კართან ჩემოდანი დაგხვდება. დამიჯერეთ, იმ კაცებს, რომლებსაც სლავი ცოლი ჰყავთ, აზრად არ მოუვათ მისი ღალატი, თუ მოუვათ, უბრალოდ იდიოტები არიან.
გიორგი, 22 წლის (2 წელია ცოლად ჰყავს უკრაინელი): დასასვენებლად ვიყავი და მაშინ გავიცანი ჩემი უკრაინელი ცოლი. მართალი რომ ვთქვა, გაცნობის მომენტში ძალიან მთვრალი გახლდით. მაგრამ არაფხიზელმაც კი გავაცნობიერე, რომ თავი დავკარგე. მეორე დღესვე დამავიწყდა ჩემი მეგობრები და მხოლოდ მასთან ვატარებდი დროს. რამდენიმე თვის შემდეგ ვიქორწინეთ.
ბედის მადლობელი ვარ, რომ სწორედ უკრაინელმა დაიპყრო ჩემი გული. ვიღაც იტყვის, რომ გარეგნობა არ არის მთავარი. მაგრამ დამეთანხმეთ, როცა გიყვარს ადამიანი, რომელიც სულიერადაც მოგწონს და გარეგნულადაც, ორმაგად სასიამოვნოა.
მოდით, გავატაროთ გარეგნობა (აქ ზედმეტი სიტყვები არ არის საჭირო - სლავები უეჭველად იმარჯვებენ). ქართველი ქალები მატერიალისტები არიან, ანდაზა "ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტევაო", მათზე არ არის. სლავები კი მთელი გულით ცხოვრობენ, მზად არიან გრძნობების გამო ყველგან გამოგყვნენ და ქოხშიც იცხოვრონ. ახლა ვიღაც იტყვის, რომ არ ვარ მართალი, ბევრი უკრაინელი ქალი ხომ არც კი შეხედავს ბიჭს, თუ მანქანა და პენტჰაუსი არ აქვს. მაგრამ გამონაკლისი ყველგან არის.
კიდევ მინდა დავამატო, თუ სლავი გოგონა ვერ თხოვდება თავის სამშობლოში, ჩამოვიდეს საქართველოში, აქ პოტენციური სასიძოების ცვენაა. კიდევ ცხვირს აიპრეხს და ასარჩევადაც ექნება საქმე.
მოკლედ, სლავი ცოლის ყოლა ჩვენთან ისევე პრესტიჟულია, როგორც რესტორანში "ბენტლით" მისვლა. ასეთ კაცებს თავიც მაღლა უჭირავთ და იღბლიანებად მიაჩნიათ, დანარჩენებს კი შურთ მათი".