ცოლისადმი მიძღვნილი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელმაც 10 000-ზე მეტი ადამიანის მოწონება დაიმსახურა რობი ჩვეულებრივი ამერიკელი მამაკაცია, რომელიც ცოლსა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ალაბამაში ცხოვრობს. მისმა პოსტმა სოციალურ ქსელში ათიათასობით ადამიანის მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. პოსტი მიუძღვნა თავის ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში, ექთნად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალი ყველანაირად ცდილობს მაქსიმალურად იზრუნოს პაციენტებზე და ასევე დიდი დრო დაუთმოს ბავშვის აღზრდას, რობი ხვდება, რომ მისი ცოლი ძალიან გადაიღალა. ქალი სამუშაოდან ახალი დაბრუნებული იყო, თავის მძინარე შვილს ჩაეხუტა და მასთან ერთად ჩაეძინა. სწორედ ამ სცენის დანახვამ უბიძგა ქმარს, დაეწერა ეს ამაღალვებელი სტრიქონები და თავისი ემოცია საზოგადოებისთვის გაეზიარებინა.
„ჩემმა ცოლმა ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა. ერთ საათში გაიღვიძებს, ბანალურ კოსმეტიკურ პროცედურას ჩაიტარებს და უკვე მზად იქნება სამსახურში წასასვლელად. ის, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება თავისი გამომეტყველებით. მეც დავეთანხმები და შევთავაზებ ჭიქა ყავას. ყავის დალევის დროსაც ბავშვს ეთამაშება, რომელიც მის ფეხზე აძრომას ცდილობს. ბავშვს აკოცებს, შემდეგ - მე, და წავა იმ ადამიანებთან, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროება. ავტოსაგზაო შემთხვევები, აფეთქების შედეგად დაშავებულები, დამწვრობა, პროფესიონალები, ნარკომანები, დედები, მამები, შავილები - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან, ის იზრუნებს ყველაზე. სახლში დაბრუნდება 14 საათში. გაიხდის ფეხსაცმელს, რომელიც გაახსენებს სისხლს, ცრემლს... ამ ყველაფერს შემოსასვლელში დატოვებს. ზოგჯერ მას არ სურს ამაზე საუბარი. ზოგჯერ ცრემლების წამოსვლამდე იცინის, ზოგჯერ ტირის - რათა გამიზიაროს მომხდარისა და ნანახის შესახებ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იქნება საბრძოლო მზადყოფნაში - სამსახურში წასასვლელად.
ჩემი მეუღლე ექთანია. ჩემი მეუღლე - გმირია“.
ეს წერილი სავსეა უსაზღვრო სიყვარულით, სიამაყით და თავისი მეორე ნახევრის პატივისცემით. ეს სიტყვები დაწერილია მოსიყვარულე, ყურადღებიანი მეუღლის მიერ, რომელსაც იმსახურებს ნებისმიერი ქალი პლანეტაზე.