ამ კეთილი მოხუცების ფოტოსესიამ უამრავი ადამიანის გული გაათბო ეს ის ფოტოებია, რომლებიც ადამიანს სიყვარულისა და ქორწინების მარადიულობაში არწმუნებს და იმედს უჩენს, რომ სულაც არ არის ყველაფერი წარმავალი და ორი ადამიანის სიყვარულმა შეიძლება, გაუძლოს ბევრ წელს.
ზეკა 100 წლისაა, მისი მეუღლე ივანირა - 89-ის. ამ საყვარელმა მოხუცებმა ერთად 65 წელი იცხოვრეს, სიამტკბილობაში და გადაწყვიტეს, ეს იუბილე აღენიშნათ. 1951 წლის 12 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს და იმავე წელს იქორწინეს. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათი სიყვარულის ნაყოფი - 7 შვილი გაჩნდა. მათგან წყვილს 20 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი ჰყავს.
ამ კეთილი მოხუცების ფოტოსესიამ უამრავი ადამიანის გული გაათბო. თქვენც დატკბით ამ საოცარი ფოტოებით.