აბა, შეხედეთ ამ ბავშვს: უჩვეულოს ვერაფერს ამჩნევთ მის სამოსს აბა, შეხედეთ ამ ბავშვს: უჩვეულოს ვერაფერს ამჩნევთ მის სამოსს? ერთმა მამამაც გადაწყვიტა, რომ ბავშვი წესრუგში იყო, თუმცა აქედან გამოვიდა სასაცილო ამბავი, რომელმაც ინტერნეტი მოიარა.
ამ ორი თვის ბავშვის ფოტო ათასობით ადამიანმა განიხილა და მოიწონა კიდეც, ბევრ ქვეყანაში კი მასზე სტატიებიც დაწერეს. რა არის ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტოს საიდუმლო?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა ბრიტანელმა დედამ გემა დევისმა ერთხელ თავის ქმარს ნიკს სთხოვა, მათი ვაჟი დენი რომ გაიღვიძებდა, ჩაეცმია. თავად კი ცოტა ხნით გავიდა. როცა დაბრუნდა და ბავშვს შეხედა, სიცილი ვერ შეიკავა: მამას კომბინეზონი უკუღმა ჩეცმია - სახელოებში ფეხები ჩააყოფინა.
სასაცილო ისაა, რომ თვითონ კარგა ხანს ვერ მიხვდა თავის შეცდომას - სჯეროდა, რომ სწორად შემოსა ბავშვი. ეგ კი არა, გააოცა კომბინეზონის მოხერხებულობამ - ხელებიც თბილად აქვს ბავშვს და საფენის გამოცვლა მარტივი იქნებაო.
მას მერე, რაც გემამ ფოტო გადაუღო ბავშვს და "ფეისბუქზე" დედების კლუბში განათავსა, 118 ატასმა ადამიანმა მოიწონა, მერე კი სხვა დედებმაც გაიხსენეს თავიანთი ქმრების შეცდომები და ზოგიერთმა ფოტოებიც გამოაქვეყნა.
გადაფურცლეთ და იხილეთ საოცარი ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
ზოგი მამა ახერხებს, ბავშვს უკუღმა ჩააცვას შარვალი, ჯიბეებამობრუნებული, თავდაყირა და ა.შ. ისე, რომ ამას ყურადღებას არ აქცევენ.
აი, ასე გადაწყვიტა ერთმა მამამ დიდი ზომის რეიტუზის პრობლემა.
მერე ისიც აღმოჩნდა, რომ გამოუცდელი მამებისთვის სპეციალური საბავშვო სამოსი გამოდის, წარწერებით: ისრებით არის ნაჩვენები, სად უნდა ჩააყოფინოს ბავშვს ხელები, სად - ფეხები.
ესეც მამის გადაწყვეტილებაა:)
და ესეც მამის გაკეთებული ვარცხნილობაა:)