ყველაზე კითხვადი
"სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება" - გელა ჩარკვიანის ემოციური მოგონება
"სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება" - გელა ჩარკვიანის ემოციური მოგონება
„სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება. არ გვესიამოვნა, თუმცა თავი დავიწყნარეთ, გაუვლის თქო. პირიქით ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ებმოდა ენა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხუთი წლის ასაკში უბრალო ფრაზის თქმასაც კი რამდენიმე წუთს ანდომებდა. თვითონ მაინცდამაინც არ განიცდიდა, ნანა ჩუმად ტიროდა, მე კი, ჩემდა სასირცხვილოდ, პატარა ირაკლისთან საუბარს გავურბოდი. მეშინოდა, ნერვები არ მომშლოდა და მისთვის რამე უხეშად არ მეთქვა. მოვიარეთ ლოგოპედები, წავიკითხეთ აუარებელი სამეცნიერო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაშრომი, საქმე კი წინ არ მიდიოდა. ერთ დღეს ნანამ გვერდით
ოთახში გამიხმო და დაბალ ხმაზე, მორცხვად წამოიწყო: „ვიცი, შენ ახლა ყვირილს დაიწყებ, მეტყვი, რომ იდიოტი ვარ, რომ რაღაც ზღაპრების მჯერა, მაგრამ ხომ ნახე, არაფერი გამოდის. იქნებ მაინც ვცადოთ, გახსოვს, ერთხელ რომ გითხარი ექსტრასენსია, მეთქი, გოგი კენჭაძე“. ამის გაგონებაზე ავფეთქდი. „შენ რომ სულელი ხარ, ამას დიდი ხანია შევეგუე, მაგრამ მე რომ სულელი გგონივარ, ეს უკვე მეტიმეტია. რის ექსტრასენსი, რა ექსტრასენსი. აზრზე მოდი, რას მთავაზობ, მე რომ ბავშვი „ჯადოქართან“ წავიყვანო სამკურნალოდ? შენ მალე მარჩიელთანაც გამიშვებ ირაკლის მომავლის გასარკვევად“.

ამ თემაზე ნანას აღარასდროს უთქვამს რაიმე, ირაკლი კი მალე სკოლაში უნდა წასულიყო და გამართულად წინადადების წარმოთქმას მხოლოდ სიმღერისას ახერხებდა. ერთხელ ჩაფიქრებული ნანა რომ დავინახე, სიცილით ვუთხარი, ვიცი რაზეც ფიქრობ, მეთქი. აბა რაზეო, შემეკითხა. „ექსტრასენსზე“. ეს ვთქვი, მოვკიდე ხელი ირაკლის, ქუჩაში გავიყვანე, პირველივე კერძო მანქანა გავაჩერე და დიღომში გოგი კენჭაძესთან გავაქანე. მისამართი, ფასი და სხვა დეტალები წინა დღით მქონდა დადგენილი. ადგილზე ის სურათი დამხვდა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა – სასწაულმოქმედის მნახველთა რიგის ბოლო ქუჩაში გამოდიოდა. ერთადერთი, რაზედაც ახლა ვოცნებობდი იყო, ნაცნობს არავის დავენახე. უცხო ხალხი ჯერ ვერ მცნობდა, ჩემ სატელევიზიო დებიუტამდე კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა. ბოლოს რიგმა მოგვიწია და დავრჩით „ჯადოქართან“ პირისპირ. „რა იყო, ენა გებმება?“ – შეეკითხა გოგი კენჭაძე ირაკლის (ან კი საიდან იცოდა) და საუბარი ჩემთან გააგრძელა. ვიგრძენი, რომ ფსიქოტრონიკისა და სხვა კვაზი-მეცნიერული ტერმინების გამოყენებით სურდა გაეფანტა ჩემი სკეფსისი. მერე საქმეზე გადავიდა, რამდენჯერმე ხელი დაადო თავზე ირაკლის და მირჩია შემეძინა მეტრონომი, რომელიც ნელ ტემპში მთელი დღის მანძილზე ჩართული უნდა გვქონოდა ბავშვის ოთახში. მასთან კიდევ ხუთჯერ უნდა მივსულიყავით. აღარ მახსოვს რამდენი გადავუხადე. ის კი მახსოვს, რომ ჩქარი ნაბიჯით გავედით ქუჩაში, ვინმეს რომ არ დავენახეთ და მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, ტაქსიში რომ ჩავჯექით. „მამა, მეტრონომი რა არის?“ – შემეკითხა ირაკლი. „ხელსაწყოა. მუსიკოსები იყენებენ, ტემპი რომ შეინარჩუნონ“.„მერე მე ხომ მუსიკოსი არა ვარ. რაში მჭირდება მეტრონომი“. ისე სთქვა, ერთგან არ წაუბორძიკებია. გაოგნებული ვუყურებდი. „მგონი, მართლა აღარ გჭირდება“ – ჩავილაპარაკე ჩემთვის.


ასევე იხილეთ: "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა... ნანამ კიდევ სიკვდილი მომანდომა"

მეტრონომი მაინც შევიძინეთ, კენჭაძესთანაც ხუთჯერ მივედით. ირაკლის კი მას შემდეგ სერიოზული პრობლემა აღარასდროს ჰქონია. ძალიან იშვიათად თუ ოდნავ შეფერხდებოდა. მუდამ ტელეეკრანზე იყო, რადიოში გადაცემა მიჰყავდა, ინტერვიუებს აძლევდა, სიტყვით გამოდიოდა. ველოდი, რომ ნანა როდისმე მაინც ისარგებლებდა ჩემი მარცხით, „ბოლოს ხომ გაირკვა, ვინ ყოფილა იდიოტი“ ან რაღაც ამდაგვარს მეტყოდა, მაგრამ დამინდო. თავად მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში მეტისმეტად კატეგორიულ, შეუვალ პოზიციაზე ხისტად დგომას უნდა ერიდო. ასეა, ჩემო ჰორაციო“.
გელა ჩარკვიანი
27106
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
16:22 / 21-03-2017
ml
ეს ყველაფერი კარგი , მაგრამ ნანამ ჩუმად მითხრა :ახლა შენ ყვირილს დაიწყებ და იდიოტს მიწოდებ ... ამას არაუშავს , ეს ნოირმალური ურთიერთობის ფორმაა, ასეთი რაფინირებული ადამიანისთვის ? ანა არავის გეხამუშათ ??
11:02 / 20-03-2017
megi
ქლბატონო შემიძლია დაგეხმაროთ და გირჩიოთ 100%-ით განიკურნება მომძებნეთ ფეისბუქსზე MEGI megi.kartvelishvili
16:11 / 10-03-2017
ნუნუკა
ბ–ნო გელა წავიკითხე თქვენი მონათხრობი, რომელმაც ძალიან დამაინტერესა,რადგან ჩემ შვილიშვილსაც იგივე პრობლემა აქვს.სად არ ვატარეთ,როგორი გამოკვლევა არ ჩავუტარეთ, აბსოლიტურად ყველაფერი გამოვცადეთ მაგრამ უშედეგოდ.დასკვნებმა გამოკვლევებმა გვიჩვენა სრული ჯამნრთელობა,ყველანაირი მეთოდებით ვუმკურნალეთ, მაგრამ ენის დაბმა ისევ გრძელდება .ეხლა 8 წლის არის.იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე, წინასწარ დიდი მადლობა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
27.02.2017
ამ უსაყვარლეს მამიკოებს უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ - ვიდეოს 19 მილიონი ნახვა აქვს!
27.12.2016
"მამაჩემი ერთი მელოტი ბიჭია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერძალა ზომიერად მარილიანი, უგემრიელესი ბორშის გაკეთებაა..."
08.12.2016
ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა და რომელზეც შემდეგ ფილმი-შედევრი გადაიღეს
04.12.2016
"ჩვენს ბავშვობაში ასე არ იყო... მამები თითქოს მხოლოდ იმიტომ გვყავდა, რომ ჩვენს დაბადებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და ჩვენს არსებობას აფინანსებდნენ"
14.11.2016
"დაიწყო ხელების წინ წამოწევა, ამიყვანეს ნიშნად, სახეზე მოთათუნება - ნაცნობი სურნელისა და ცოტა წვერმჩხვლეტავი კანის შესაგრძნობად"
14.11.2016
”გულდასმით აარჩიე მეგობრები. იცოდე, რომ გექნება ცხოვრებაში შემთხვევები, როცა საკუთარი თავის იმედი აღარ გექნება და მეგობრის ნდობა მოგიწევს...”
11.08.2016
"ტვირთია, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელმაც შეიძლება, წელში გაგწყვიტოს და დაგაჩოქოს..."




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი