ამ უსაყვარლეს მამიკოებს უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ - ვიდეოს 19 მილიონი ნახვა აქვს! ფინეთში ცეკვის სტუდიამ გადაწყვიტა, უჩვეულოდ აღენიშნა სიყვარულის დღე. მათ თავიანთი მოსწავლეების მშობლები გაკვეთილზე მიიწვიეს. დედებს სთხოვეს ჰიპ-ჰოპის ცეკვა, ხოლო მამებს - კლასიკური ბალეტის.
მშობლებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას, მაგრამ მამები კონკურსგარეშე აღმოჩნდნენ. მამების და გოგონების ერთობლივი გამოსვლა გამოაქვეყნეს Facebook-ზე. ვიდეომ 19 მილიონი ნახვა და 146 ათასი "მოწონება" დააგროვა. ასეთი წარმატება ადვილად აიხსნება: შეუძლებელია ღიმილის გარეშე უყურო მოუქნელ მამიკოებს, რომლებიც დიდი მონდომებით უწევდნენ პარტნიორობას თავიანთ გოგონებს. უფრო მეტად სახალისო იყო ის, რომ ზოგიერთმა მამამ საბალეტო კაბაც კი მოირგო!
კიდევ ერთი პოპულარული ვიდეო რგოლი გადაირეს იმავე საღამოს, სადაც მამები გოგონებთან ერთად მონდომებით ასრულებდნენ საბალეტო ილეთებს. ამ ვიდეომ 800 000 ნახვა დააგროვა. ასეთი მოულოდნელი წარმატების შემდეგ საცეკვაო ცენტრმა სამადლობელო წერილი გამოაქვეყნა Facebook-ზე: "მადლობა ყველას იმის გაცნობიერებისთვის, თუ რამდენი სილამაზე, სიყვარული და სიხარული მოაქვს ცეკვას სამყაროში, ნათქვამია პოსტში. - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ხელოვნებას, სიყვარულს და ოჯახს არ აქვს საზღვრები".