როგორი მამაა ტელეწამყვანი: ”ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო და ჩავერთო მის აღზრდაში” ვანიკო თარხნიშვილის გარეშე "რუსთავი 2"-ის მეგა პროექტები წარმოუდგენელია. ის ამჯერად "X ფაქტორის" წამყვანია რუსკა მაყაშვილთან ერთად და კონკურსანტებისა და მაყურებლის გამხნევებაზე ზრუნავს. ვანიკო მუსიკალური მეგა-შოუს წამყვანი წელს პირველადაა და როგორც ამბობს, "იქს ფაქტორის" სცენაზე თავს კომფორტულად გრძნობს.
- საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გიწევს ცხოვრება: ტელევიზია, თეატრი, მუსიკალური ჯგუფი... როგორ ახერხებ დრო სათანადოდ გადაანაწილო ოჯახზეც და საქმეზეც?
- რაღაცნაირად ვახერხებ. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა. რაც "იღბლიანი ბორბალი" დაიხურა, ცოტა უფრო მეტი დრო მაქვს, მაგრამ იმასაც არ სჭირდებოდა დიდი დრო, კვირაში ერთი დღე იყო ჩაწერა.
- ვიცი, რომ მეორე შვილის მოლოდინში ხართ, როდის გაჩნდება პატარა?
- სასიამოვნო სიახლის მოლოდინში ვარ, თან ცოტას ვნერვიულობ. თვის ბოლოს მეორე შვილის მამა გავხდები.
- უფროსი შვილისთვის დრო გრჩება?
- რასაც ვახერხებ, ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო და ჩავერთო მის აღზრდაში. განაგრძეთ კითხვა