ექიმები მშობლებს მუდმივად აფრთხილებენ, რომ ფეხები და ხელები ბავშვებს მუდამ თბილად ჰქონდეთ შემოდგომა და გაზაფხული ყველაზე ხშირად "გვანებივრებს" წვიმიანი ამინდებით. თუ ბავშვს წვიმამ გარეთ ყოფნისას მოუსწრო, დიდი შანსია, რომ ტერფები დაუსველდეს. ექიმები მშობლებს მუდმივად აფრთხილებენ, რომ სეირნობისას ბავშვი არ ჩაფუთნონ, აი, ფეხები და ხელები კი მუდამ თბილად უნდა ჰქონდეთ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს ფეხები დაუსველდა. მთავარია, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან სველმა ტერფებმა შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითება და ბავშვის გაციება გამოიწვიოს.
1. მოამზადეთ აბაზანა. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბავშვი სველ წინდებში. რბილი პირსახოცით გაუხურეთ ტერფები.
უკეთესია მდოგვის აბაზანა. თბილ წყალში გახსენით მდგოვის ფხვნილი და ბავშვს ფეხები ჩააყოფიეთ. წყლის შეღებვის პროცესი ბავშვისთვის საინტერესოცაა და სასარგებლოც.
კიდევ კარგი ვარიანტია ზღვის ან ქვის მარილის აბაზანა. ასეთი აბაზანა - გაცივების საწინააღმდეგო ინგლისური საფირმო რეცეპტია.
როცა ბავშვს თბილ წყალში ფეხებს ჩააყოფინებთ, ნურც ხელებს დაივიწყებთ. რბილად დაუსრისეთ ხელის გულები, თითოეული თითი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.
ბავშვს ფეხები აბაზანაში 5-10 წუთი უნდა ჰქონდეს ჩაყოფილი (გაცივების ხარისხს გააჩნია). რომ არ მოიწყინოს, რაიმე ამბავი მოუყევით, ან საყვარელი მულტფილმი ჩაურთეთ.
2. კარგად ჩაფუთნეთ
ბავშვს სველი ფეხები კარგად შეუმშრალეთ, განსაკუთრებით - თითებს შორის დაშორებები.
ჩაფუთნეთ ბავშვი. ეს კარგი თერაპიული მეთოდია. თანაც სასიამოვნო.
ბავშვს ფეხებზე ჯერ გამთბარი ბამბის ან შალის წინდები ჩააცვით.
3. მოუმზადეთ ჩაი
როცა ბავშვს ჩაფუთნით, დროა, ბალახების ჩაი მოამზადოთ. ამჯერად ცაცხვის ჩაის რეცეპტს შემოგთავაზებთ: 2 ჩაის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დაალევინეთ ბავშვს. ცაცხვის ჩაი ორგანიზმში ინფექციის წარმოქმნას შეუშლის ხელს. ამასთანავე, შეაჩერებს სურდოს და ხველების წარმოქმნას.
გახსოვდეთ, რომ ცაცხვის ჩაის დალევის შემდეგ ბავშვი გაოფლიანდება. ამიტომ მშრალი სამოსი მომზადებული უნდა გქონდეთ.
მოზრდილ ბავშვს შეგიძლიათ ბულიონი დაალევინოთ. მას ორგანიზმის გამათბობელი და ენერგიის მომნიჭებელი ძალა აქვს.
4. იმუნომოდულატორი
თუ ცხვირში სურდოს შეგრძნება გაჩნდა, შეგიძლიათ ფიზიოლოგიური ხსნარი ან ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება კალაანჰოე - ჩააწვეთოთ.
5. დაზელვა
დაძინებამდე ბავშვს გულმკერდი და ბეჭები ევკალიპტის მალამოთი დაუზილეთ. მას ინჰალაციის ეფექტიც აქვს. მცენარის სუნი დეზინფექციას ჩაუტარებს ბავშვის ცხვირსა და ყელს.
რჩევა:
ბავშვს ფეხები არ დაუსველდება, თუ ამინდისთვის ფეხსაცმელს სწორად შეურჩევთ.
სასურველია, ფეხსაცმელს წყლისგან დამცავი დამატებითი დაცვა ჰქონდეს.
სეირნობის შემდეგ, ფეხსაცმელი გაზეთზე გააშრეთ და დამცავი კრემი წაუსვით.
აკონტროლეთ, რომ ბინაში ტემპერატურა 18-20 გრადუსზე მეტი არ იყოს. სისტემატურად გაანიავეთ საბავშვო ოთახი და მთელი ბინა.