როდის დაჯდება ბავშვი ღამის ქოთანზე, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, და არა ახლობლის და მეზობლის დედებს გამუდმებით აქვთ კონტაქტი სხვა დედებთან, ეს იქნება მეზობელი, ნათესავი, ახლობელი თუ უბრალოდ ბავშვთა სათამაშო მოედანზე გაცნობილი მშობელი. ნორმალური, მოსიყვარულე მშობლები გამუდმებით ეძებენ იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომ მათი შვილი განვითარებით სხვებს არ ჩამოუვარდება. სწორედ ამიტომ ნორმალური, მოსიყვარულე მშობლების ცხოვრება სავსეა ნერვიულობით. პრობლემები ეტაპობრივად ცვლიან ერთმანეთს: როდის დაიჭერს თავს, როდის დაჯდება, როდის გაივლის, როდის ამოჭრის პირველი კბილი, როდის დაილაპარაკებს და ა. შ.
ეს პრობლემები განიხილება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან.
დედას ყოველთვის ეჩქარება დაინახოს თავისი ბავშვი ღამის ქოთანზე, საამაყოა იმის ყურება, როგორ აიწევს მშრალ საცვალს მისი ჭკვიანი შვილი. პირველი შფოთვისა და განგაშის საგანი ხდება ქუჩის ინფორმაცია. გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ახალგაზრდა დედიკოს ინფორმაციით, მისი შვილი უკვე 4 თვიდან, სიტყვითა შეთანხმებით წარმოთქმულ "ფსი-ფსი"-ზე , რომელსაც 40 წუთი წარმოთქვამს, მისი შვილი გადაყენებით ისაქმებს ღამის ქოთანში. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, როდესაც დილით ბავშვი გაიღვიძებს და ჩვენი დედიკო გახდის მას დილის, დამძიმებულ პამპერსს, იღებს გადაწყვეტილებას - საკმარისია, დროა გაიზარდო!
აქედან იწყება ბავშვის გზა ქოთნამდე. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მის გვერდით. მზად ხართ ამისთვის? მოდით, სანამ გაემგზავრებით, ჩამოჯექით და ვიმსჯელოთ. დამისახელეთ ბავშვი, რომელიც სკოლაში წავიდა და არ იცის ბუნებრივი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად მართვა. პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვერ დამისახელებთ. მთავარია გაიაზროთ შემდეგი: თუ ბავშვს არ აქვს თანდაყოლოლი ან შეძენილი მძიმე პათოლოგია, ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად ისწავლის თავისი მოთხოვნილებების გაკონტროლებას და გახდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ: "ადრე თუ გვიან"? კონკრეტული ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს ყველაფერი განისაზღვრება თქვენი საკუთარი შეხედულებით, მხოლოდ თქვენი და არა ახლობლების და მეზობლების შეხედულებებით, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, თუ როგორ გაზარდეს 5 შვილი, რომ 1 წლიდან ყველა თავის თავს თვითონ უვლიდა და არ იყვნენ გათამამებული უსარგებლო პამპერსებით. ნუ მოუსმენთ მეზობლის "რჩევას", რომ სირცხვილია და უკვე დროა. "დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: ეს თქვენი შვილია, მხოლოდ თქვენ ხარჯავთ თანხას მის ტანსაცმელსა და პამპერსებზე, მხოლოდ თქვენ უნდა გაწყობდეთ ან არ გაწყობდეთ ესა თუ ის გამოვლინება. როდის და როგორ დაიკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას თქვენი შვილი, ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის საქმეა.
მაშ ასე, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ უკვე დროა:
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვის ქოთანთან მიჩვევას, მით მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენ თვითონ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამ პროცესს, მით მეტი იქნება ბავშვის ცრემლები, თქვენი შრომა და იმედგაცრუება.
გაითვალისწინეთ კიდევ ერთი ფაქტორი: ბავშვი "ფისი- ფისის" დაძახებაზე კი არ უნდა შარდავდეს, არამედ მაშინ, როდესაც გაევსება შარდის ბუშტი. მოტივი ქოთანთან მისვლისა უნდა გახდეს ფიზიოლოგიური პროცესი, შარდის ბუშტის გადავსება, და არა ხმოვანი გამღიზიანებელი "ფსი- ფსი". თუ მშობელი ვერ აღწევს მიზანს, იწყებს აქტიურ პროცესებს, რომელიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს: ბავშვის ძალით დასმა ქოთანზე, დასჯა. შედეგად ვიღებთ ისტერიკას და ბავშვის ანტიპათიას ამ პროცესზე. აქედან მთავარი წესი: არ გამოგდით? - მოიცადეთ! დახურეთ თემა 1-2 თვით, დაუბრუნდით პამპერსებს, და მოუფრთხილდთ თქვენს და ბავშვის ფსიქიკას.
არსებობს სპეციალისტების მიერ დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმები. ჩვეული კონტროლი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა ქოთანში იწყება 1 წლის შემდეგ და აქტიურად "მწიფდება" 3 წლის ასაკში. "ქოთნის" უნარების გამომუშავება მერყეობს 2230 თვის ასაკის ფარგლებში. მყარი პირობითი რეფლექსები უყალიბდება ბავშვს 3 წლის ასაკში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ შემდეგს: თუ ბავშვს 1 წლამდე მიაჩვევთ ქოთანს, თქვენ მიაღწევთ იმას, რომ გააკეთებთ პამპერსების ეკონომიას (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია), ოღონდ ეს არანაირ კავშირში არ იქნება იმასთან, რომ ბავშვმა შეგნებულად აკონტროლოს ბუნებრივი მოთხოვნილება.
პამპერსის გადასაჩვევად საუკეთესო დრო ზაფხულია. ტანსაცმლის ნაკლები რაოდენობა, ადვილად გახდა და სარეცხის მალე გაშრობა. ქოთანთან გაცნობას ბავშვს ვთავაზობთ მაშინ, როდესაც ნაჭამია, როდესაც მიხვდებით, რომ დროა... წარმატების შემთხვევაში ვაქებთ, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში არ ვსჯით. ყურადღება გაუმახვილეთ არა მხოლოდ ქოთანზე, არამედ პროცესზე: როგორ ავიღოთ, მოვემზადოთ დასაჯდომად, როგორ ავიწიოთ საცვალი, სად გადავაქციოთ ქოთანში არსებული სითხე, როგორ გავრეცხოთ და დავდოთ თავის ადგილზე.ზემოთ ჩამოთვლილის რეალიზება უნდა გადაიზარდოს საინტერესო თამაშში. ამ ყველაფერს უნდა ახლდეს მშობლის დადებითი ემოციები. აუცილებელია ქოთანზე დავსვათ არა მხოლოდ დღის რეჟიმის მიხედვით, არამედ ძილის წინ, და სასეირნოდ წასვლის წინ.
პამპერსთან ერთბაშად განშორება არ ღირს. პირველ ხანებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანსპორტში, სტუმრად წასვლის და დღის ძილის დროს. თუ პატარა გაიღვიძებს მშრალი პამპერსით, აუცილებელია შეაქოთ, უთხრათ თუ როგორი ყოჩაღი და ჭკვიანია და დემონსტრირება გაუკეთოთ მშრალ პამპერსს. ქოთნის ფორმას, ფერს, მუსიკალურ მოწყობილობებს არა აქვს მნიშვნელობა მიზნის მისაღწევად. მთავარია, ბავშვმა არ აღიქვას ქოთანი, როგორც სათამაშო ან სკამი. გისურვებთ წარმატებას.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: როდის უნდა მიეჩვიოს ბავშვი ღამის ქოთანს - ექიმი კომაროვსკის რჩევები