ძალიან ბევრი დედა მუდმივად მოუცლელია და 2-3 საქმეს ერთდროულად აკეთებს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ მაინც არსებობს რამდენიმე თვისება, რითაც ძიძასთან ყოფნა თურმე ჯობს. რა თქმა უნდა, იდეალურ ძიძაზეა საუბარი. სამწუხაროდ, ყველა ბავშვს არ აქვს ისეთ ძიძებთან ურთიერთობის საშუალება, რომელზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ზოგჯერ მშობელი დედაც ძალიან შორს არის იდეალურისგან.
მაინც რით ჯობია ძიძა დედას, რასაკვირველია, ბავშვის გადასახედიდან?
ძიძა მხოლოდ ბავშვითაა დაკავებული
ძალიან ბევრი დედა მუდმივად მოუცლელია და 2-3 საქმეს ერთდროულად აკეთებს. ამზადებს წვნიანს, უფროს შვილს მეცადინებს და საქმეთა შორის ინტერვალებში უმცროსს უვლის.
ძიძა მეტად ანებივრებს
ძიძა ბავშვთან დროებითაა და თან მისი ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ ბავშვია. გამოძინებული და დასვენებულია. ამიტომ მოთმინების უნარი და თამაშის ხალისი მეტი აქვს, ვიდრე გადაქანცულ დედას.
ძიძის დაყოლიება ადვილია
მერი პოპინსის კოლეგებს რთული ამოცანა აქვთ - დედის მოთხოვნებსა და ბავშვის სურვილებს შორის ბალანსი უნდა დაიცვან. მაგალითად, დედა ითხოვს, რომ ბავშვმა სადილის შემდეგ დაიძინოს. არადა პატარა სრულიად ფხიზელი დახტის და მისი დაწვენაც შეუძლებელი ხდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბავშვი თავისას გაიტანს.
ძიძას ყოველთვის ეცინება ბავშვის ხუმრობებზე
კარგი ძიძა 100%-ით ბავშვითაა დაკავებული. ყოველთვის ისმენს მის აზრებს, ესაუბრება და მის ყველაზე სულელურ ხუმრობაზეც კი გულიანად იცინის.
ძიძა თამაშით არ იღლება
ძიძა ყოველთვის მზადაა კოსმოსში გასაფრენად, უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად და დედაშვილობანას სათამაშოდ. ის არასოდეს ეტყვის პატარას: "დაღლილი ვარ", "არ მცალია". ბავშვთან თამაში მისი სამსახურია. დიახ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს მისი სამსახურია და სწორედ ამაში უხდიან ფულს, რომ მხოლოდ ბავშვით იყოს დაკავებული. ბავშვსაც ეს უნდა - ვიღაც არსებობს, ვისაც მხოლოდ მისთვის სცალია.
რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო ძიძაც კი დედას ვერ შეცვლის, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ჯობია ხანდახან ძიძასთან იყოს, ვიდრე ზედმეტად მოუცლელ და გადაღლილ დედასთან.