ამ საპონს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს სარეცხი საპნის გამოყენების წესები არცერთ დიასახლისს არ ეშლება. თუმცა ამ საპონს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.
1. თუ გინდათ გრძელი და ხშირი თმა გქონდეთ, თანაც ქერტლისგან გათავისუფლდეთ, შამპუნით დაბანის შემდეგ სარეცხის საპონი წაისვით. ჩამოიბანეთ და შემდეგ ძმარგარეული წყალი გადაივლეთ (1 ლიტრი წყალი+50მლ ძმარი).
2. დეპილაციის შემდეგ მგრძნობიარე კანი რომ რომ არ გაღიზიანდეს, ეს ადგილები სარეცხის საპნით დაიბანეთ.
3. კანის გასაახალგაზრდავებლად კვირაში 2-ჯერ სახე სარეცხის საპნით დაიბანეთ, შემდეგ აუცილებლად ჩვეულებრივი ბავშვის კრემი გადაისვით.
4. კარგია გაციებისთვის. პირველივე სიმპტომის გაჩენისას მოამზადეთ საპნიანი წყალი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ამით დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები.
5. კარგი საშუალებაა ტერფის სოკოს სამკურნალოდ. დაავადებული ადგილები სარეცხის საპნით და ჯაგრისთ დაიბანეთ, შემდეგ კი კანი იოდით დაიმუშავეთ.
6. კბილის ჯაგრისს სარეცხის საპონი წაუსვით და გააჩერეთ მთელი ღამე. ასე ბაქტერიებისგან გაათავისუფლებთ.
7. ჩირქგროვის სამკურნალოდ - შეუერიეთ 1:1 დაჭრილი ხახვი, დაქუცმაცებული საპონი და შაქარი. ძილის წინ ეს ნარევი ჩირქგროვაზე დაიდეთ და შეიხვიეთ.
8. კოჟრების წინააღმდეგ მოამზადეთ აბაზანები 2 ლიტრი ცხელი წყლის, 1 ჩ.კ სოდის და 1 ს.კ. გახეხილი საპნისგან.
9. მზით დამწვარ კანზე სარეცხის საპონი წაისვით და გაიშრეთ. არც გაწითლდება და არც ბუშტუკები გაგიჩნდებათ.