უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური რჩევები – დაიხსომეთ! კბილის პასტა საოცარი თვისებების მქონე პროდუქტია. მის შემადგენლობაში ხშირად შედის ეთერზეთები, პიტნისა და ევკალიპტის წვენი, მათეთრებელი საშუალებები. სწორედ ამ ყოველივეს წყალობით, ის ბევრ სხვა სიტუაციაშიც სასარგებლოა, სადაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია მისი გამოყენება. არადა, გამოცდილი ხალხი ამბობს, რომ სწორედ კბილის პასტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. აი, უჩვეულო, მაგრამ ეფექტური რჩევები:
ფერშეცვლილი ვერცხლი ახალივით იქნება, თუ კბილის პასტით გამწენდთ. ფერსაც გაიახლებს და იპრიალებს კიდეც. წყლის სათვალე კარგად იწმინდება ასევე, თუ მას შიგნიდან თხელ ფენად წაუსვამთ კბილის პასტას. წყლის ლაქები ხის ზედაპირზე რამდენიმე წუთში გაქრება, თუ კბილის პასტას გამოიყენებთ.
კბილის პასტით გაწმინდეთ მანქანის ფარები და შედეგს უცებ დაინახავთ.
ფორტეპიანოს კლავიშების საწმენდადაც შესანიშნავად გამოგადგებათ. კარგად ებრძვის სახეზე მუწუკებს – ცოტა გადაისვით და დილისკენ აღარ გექნებათ. ძველ კომპაქტ-დისკზე ნაკაწრების მოსახსნელად კბილის პასტა გამოგადგებათ.
თეთრი ძირის მქონე ფეხსაცმელს და სხვა თეთრ დეტალებს კარგად გაწმენდს კბილის პასტა და ძველი ჯაგრისი.
მელნის ლაქას თუ ზემოდან კბილის პასტას გადაუსვამთ და დააცდით გაშრობას, მერე კარგად გაირეცხება. თმის შეღებვის დროს საღებავი თუ შემთხვევით აღმოჩნდა კანზე და შეგიღებათ, მასაც კბილის პასტა უშველის. ასევე შეგიძლიათ პასტა წაისვათ კოღოს ნაკბენზე და გაღიზიანებას მოგიხსნით.
უთოს ასუფთავებს იდეალურად მის ძირზე წასმული კბილის პასტა.
ასევე ასუფთავებს მობილურის ეკრანს. ხალიჩაზე ლაქების მოშორებაშიც დაგეხმარებათ – გამოიყენეთ მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტის ნარევი.