ზოგიერთი ამ მიკროორგანიზმებიდან იწვევს სისტემურ დაავადებებს დონა უორენ მორესი, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი გვაძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი.
ბოლო დროს მოდური გახდა ელექტროჯაგრისები, თუმცა თურმე, ყველა ელექტრო კბილის ჯაგრისი ერთნაირად უსაფრთხო როდია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, ისეთ ჯაგრისებში, რომლებსაც მომრგვალებული თავები აქვთ, გროვდება ბაქტერიები, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანონ კბილებს. კბილის ჯაგრისზე (და არა მხოლოდ ელექტროზე) გროვდება მიკროორგანიზმები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ.
ნებისმიერი ჯაგრისის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ იგი რაც შეიძლება რბილი იყოს, ასევე აუცილებელი პრიობაა დამზადებული იყოს ნეილონისგან. შემდგომ გამოყენებამდე საჭიროა ჯაგრისის სტერილიზაცია და კარგად გამოშრობა გამოყენებამდე.
დეზინფექციისთვის საკმარისია ჯაგრისის თავი ჩაყოთ პირის ღრუს სავლებ ხსნარში 20 წუთით. ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარა პროფესორმა მორისმა 3 კვირას გრძელდებოდა, რომლის თანახმადაც ყველა მონაწილე დღეში ორჯერ იხეხავდა კბილებს. ჯაგრისი შერჩეული იყო შემთხვევითი წესით. მონაწილეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ როგორც ჯაგრისი, ასევე ძაფი. პირის ღრუს სავლების გამოყენება აკრძალული იყო.
ექსპერიმენტის შემდეგ ჯაგრისის თავებზე აღმოაჩინეს რამდენიმე სახის ბაქტერია - სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი, ასევე პორფირომონადები და ფუზობაქტერიები. აქამდე არ არის გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯაგრისზე არსებული ბაქტერიები სერიოზულ დაავადებებს იწვევს. მორისმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ამ მიკროორგანიზმებიდან იწვევს სისტემურ დაავადებებს. "მაგ: აღმოჩენილი იქნა კავშირი ფუზობაქტერიებსა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს შორის. დიდი ხანია ცნობილია კავშირი ღრძილების დაავადებასა და გული დაავადებას შორის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ერთი და იგივე მიკროორგანიზმებმა“.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების გამრავლება, ყურადღებით შეარჩიეთ კბილის ჯაგრისი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ჯაგრისი საჭიროებს პერიოდულ დეზინფექციას და ხშირად გამოცვალეთ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ