შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა ხალხური საშუალებით
თაფლს ბევრ სასარგებლო თვისებასთან ერთად გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც გააჩნია. ხალხურ მედიცინაში არაერთი მალამოს რეცეპტი მოიძებნება, რომელიც თაფლზე მზადდება და სწორედ გაახალგაზრდავებას ემსახურება. ამჯერად გთავაზობთ რეცეპტს, რომლის ინგრედიენტებიც სახლში ყველას მოეძებნება.
ეს ნარევი წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას, კანს კი ახალგაზრდობას და სიმკვრივეს უბრუნებს.
დაგჭირდებათ:
200 გ თაფლი
100 მლ ლიმონის წვენი
50 მლ ზეითუნის ზეთი
მოათავსეთ ყველა ეს ინგრედიენტი ჭურჭელში და ყოველდღიურად უზმოზე ერთი ჩაის კოვზი მიიღეთ. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას, უკეთესია მაცივარში.
სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული მედიკამენტები. ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება ჩვენს ხელთ არსებული პროდუქტებითაც შეგვიძლია, მთავარია, მათი სწორად მიღება იცოდეთ.