სწავლების გარეშე 2 წლის ბავშვმა შეიძლება ისევ ოთხზე იხოხოს ადრე თუ გვიან ყველა ჯანმრთელი ბავშვი გაივლის, თუმცა ჩვილ ბავშვთა სახლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწავლების გარეშე 2 წლის ბავშვმა შეიძლება ისევ ოთხზე იხოხოს, ეს კი უკვე განვითარების შეფერხებაა.
როცა ბავშვი უკვე კარგად ხოხავს, დროა, სიარულშიც ავარჯიშოთ.
1. სიარულში ვარჯიში უკვე შეიძლება, როცა ბავშვი კარგად დგას. თუ უკვე დროა, მაგრამ მყარად ვერ დგას, ეცადეთ, ეს უნარი გამოუმუშაოთ. ამისათვის მანეჟში ყოველდღე 15-20 წუთით ჩასვით. მალე მოიწყენს და ადგომას შეეცდება. ნუ გაიქცევით მის პირველსავე დაძახილზე. აცადეთ, დამოუკიდებლად დადგეს ფეხზე და ცოტა ხნით ამ პოზაში გელოდოთ.
შეგიძლიათ მეორე ხერხი სცადოთ: ბავშვებს ძალიან უყვართ სარკეში ყურება ან თვალის დევნება, როგორ ივსება აბაზანა წყლით. დააყენეთ ფეხზე და ამ პროცესებს აყურებინეთ. ამ დროს გვერდიდან არ მოცილდეთ.
კიდევ ერთი ხერხი: სათამაშო იატაკიდან ტახტზე შეაგდეთ. ბავშვი მას გაჰყვება და ადგება, რათა ტახტს მიწვდეს.
2. როცა დგომას ისწავლის, დაყრდნობით სიარულს მიაჩვიეთ. "ამოგზაურეთ" სათამაშო ტახტის ან მაგიდის ნაპირზე. ბავშვი მას გაჰყვება.
3. ნაბიჯები რომ სრულყოფილად გადადგას და წონასწორობა შეინარჩუნოს, ასე ავარჯიშეთ: 2 ცალი სქელტანიანი წიგნი ცალი ფეხის ქვეშ შეუდგით. შეიძლება გააპროტესტოს, მაგრამ ეცადეთ, გაართოთ. ცოტა ხნის შემდეგ ეს წიგნები მეორე ფეხის ქვეშ შეუდგით და ცოტა ხნით გააჩერეთ.