უნდა იცოდეთ წესები, რომ არ მოგატყუონ და ჰამაკი ერთ კვირაში არ გაგიფუჭდეთ ზაფხულში, სახლის ეზოსა თუ ტყეში, ხის ჩრდილქვეშ ჰამაკში წოლას არაფერი სჯობს. ეს პროცესი განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ და ჰამაკს საქანელის მსგავსად იყენებენ. ზაფხულობით ზოგიერთი მშობელი შუადღისას ბავშვს ჰამაკში აძინებს. პატარას სიგრილეში კომფორტულად სძინავს. თუმცა, ბევრმა ნაკლებად ან თითქმის არ იცის, როგორ უნდა შეარჩიოს ჰამაკი, რომ არასასურველი შედეგისგან დაზღვეული იყოს. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველის პრაქტიკული რჩევები შევთავაზოთ. თანაც, ჰამაკის სეზონი უკვე გაიხსნა.
ჩვენს შეკითხვებს მეჰამაკე კოტე გიგაშვილმა უპასუხა, რომელიც უკვე 20 წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული:
- მოგეხსენებათ, ჰამაკი სეზონურია. მაისიდან ვიწყებთ გაყიდვას და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. წლიდან წლამდე ჰამაკზე მოთხოვნა არ მცირდება. თუმცა, ბოლო დროს მასალა გაგვიძვირდა. თურქეთიდან სპეციალური თოკი შემოდის, რომელსაც ჰამაკის დასაწნელად ვიყენებთ. ჰამაკის სახელურებს კი საქართველოში ვყიდულობთ. თუმცა, ხე-ტყის გაჩეხვა აკრძალულია, ამიტომ, სახელურების შოვნა ცოტა გართულდა. ერთი საშუალო ზომის ჰამაკის დამზადებას საშუალოდ 17-18 ლარი ჯდება. შემდეგ გასაყიდად ვაბარებთ და გამყიდველები კიდევ 3-5 ლარს უმატებენ. ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვცდილობთ, რომ ჰამაკი არ გავაძვიროთ.
- როგორ დავამაგროთ ხეზე ჰამაკი, რომ არ გაწყდეს?
- ზოგი შეცდომას უშვებს, როცა ჰამაკს ხეზე ტროსით ჰკიდებს. ჰამაკი ირწევა და ეს ტროსი ნელ-ნელა ცვდება. ერთ მშვენიერ დღესაც გაწყდება. ცალკე იყიდება მეტალის სახელური, რითაც ჰამაკს ხეზე ამაგრებენ. ამგვარად დამაგრებული ჰამაკის გაწყვეტისგან დაზღვეული ხართ.
როგორ უნდა შევინახოთ ჰამაკი, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ? როგორ ავარჩიოთ ჰამაკი, რომ გამძლე გამოდგეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ყიდვის დროს არ მოგვატყუონ - ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ახალ ჟურნალში „შინ“, რომელიც ყოველი თქვენგანის საყვარელი ჟურნალი გახდება.
ეს იქნება ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ. არ გამოგრჩეთ, პირველი სრულყოფილი და ძალიან საინტერესო ჟურნალი თქვენი სახლ-კარისთვის! „შინ“ სულ მალე გამოჩნდება დახლებზე!