ლამაზად და ზომიერად დაბრაწულიც უნდა იყოს, მარილიც ნორმაზე ჰქონდეს და ხორციც ძალიან არ უნდა გამოშრეს ახალბედა დისახლისებისთვის ქათმის ლამაზად შეწვა არც ისე ადვილი ამოცანაა. ქათამი ლამაზად და ზომიერად დაბრაწულიც უნდა იყოს, მარილიც ნორმაზე ჰქონდეს და ხორციც ძალიან არ უნდა გამოშრეს. სასურველია, გემოც კარგი ჰქონდეს. სუპერმარკეტებში ხომ ყოველთვის იდეალურ პროდუქტს არ გვთავაზობენ. ზოგი ხორცი ისეთი უგემურია ან ისეთი სპეციფიური გემო დაკრავს, რომ უსიამოვნო საჭმელია. საწებლებსა და აჯიკასთან ერთად შეწვა ერთგვარი გამოსავალია, სამაგიეროდ აჯიკის და ტომატის ნაწილაკები სწრაფად იწვის და ხორცს ნახშირის ნამცეცებივით ატყვია.
იმ ჩინებულ დიასახლისებს, ვისაც ზემოჩამოთვლილი პრობლემები სასაცილოდ არ ჰყოფნის და ფიქრობს, რომ ქათმის შეწვა არავისგან ესწავლება, შეუძლიათ კითხვა აღარ განაგრძონ. შედარებით თავმდაბლებსა და გამოუცდელებს კი გთავაზობთ ქათმის შეწვის და პიკანტური გემოს რამდენიმე საიდუმლოს.
წინასწარ მოამზადეთ 1 ჭიქა მარილწყალი (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქაზე), რომელშიც 2 კბილი დანაყილი ნიორი იქნება გაზავებული.
1. გასუფთავებულ ქათამს გარედან და შიგნიდან მარილი კარგად წაუსვით. სადაც საშუალებაა, კანქვეშაც შეაზილეთ და თეთრი ხორცის ნაპრალებშიც. დაახლოებით 5 წუთი გააჩერეთ და ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე მოათავსეთ. სასურველია ზემოდან სიმძიმეც ედოს. თუ დიდი ქათამია, სიმძიმე აუცილებელია.
2. თუ საკმარისი ცხიმი არ აქვს, ზეთი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მშრალად არ შეიწვას.
3. როცა ცალი მხარე უკვე შემწვარია და ამოტრიალების დროა, მოასხით ნახევარი ჭიქა ან ოდნავ ნაკლები მარილწყალი (მოასხით ტაფას ძირში და არა ქათამს ზემოდან). დაახურეთ სახურავი, რომ ორთქლი შიგნით დატრიალდეს.
4. როცა წყალი შეშრება, ქათამი ამოატრიალეთ. როცა ეს მხარეც შეიწვება, მოასხით დარჩენილი ნივრიანი მარილწყალი და დაახურეთ სახურავი.
5. როცა წყალი შეშრება, ქათამი მზადაა.
ნივრის გემო ამ დროს თითქმის არ იგრძნობა და ძალიან სასიამოვნო, პიკანტურ არომატს ანიჭებს ქათმის ხორცს.
ნკითხველებისგან მოწოდებული რჩევები:
1. ხორცი დაცვარეთ თეთრი ღვინით და და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ შეწვით. თუ გაქვთ, გრილზე ჯობს, რადგანა ასე აიცილებთ ზედმეტ ცხიმს
2. ძალიან გემრიელია თუ თავის ცხიმში გახსნით დანაყილ ნიორს და მარილს,უგემრიელესია,არ ინანებთ
3. საუკეთესოა მდოგვწასმული და ისე შემწვარი
4. ძალიან გემრიელია, თუ მეგრულ ე.წ. ხორცის სუნელს წავუსმევთ მარილის ნაცვლად
წაიკითხეთ ასევე: სატოლმე ფოთლების უსწრაფესად მომზადება - ეს მეთოდი გადატრიალების ტოლფასია