ელექტროჩაიდანს მოხმარებიდან გარკვეული დროის შემდეგ ზოგჯერ უსიამოვნო სუნი უჩნდება ელექტროჩაიდანს მოხმარებიდან გარკვეული დროის შემდეგ ზოგჯერ უსიამოვნო სუნი უჩნდება. პლასტმასის თუ რეზინის აცნაური არომატი ხშიტრად მასში ადუღებულ წყალსაც დაჰკრავს. როგორ მოვიქცეთ, რომ ეს სუნი გავაქროთ?
ლიმონოს წვენი
ლიმონი არასასურველ სუნს შესანიშნავად უმკლავდება. გაწურეთ 3-4 ლიმონი და ჩაასხით ჩაიდანში. შეავსეთ ჩვეულებრივი ცივი წყლით ბლომდე,სადამდეც მაქსიმუმის ნიშანი გიჩვენებთ.
აადუღეთ ეს სითხე და გააჩერეთ შიგნით 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ წამოადუღეთ და გადმოღვარეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუ სახლში ლიმონი არ გაქვთ, ლიმონმჟავა გამოიყენეთ (50 გრამი სავსე ჩაიდანზე)
წვენის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის კანი. ერთ სავსე ცაიდანზე 4 ლიმონის ქერქი დაგჭირდებათ. წამოადუღეთ და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
სოდა
გაავსეთ ჩაიდანი წყლით და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სოდა. მიღებული ხსნარი ორჯერ წამოადუღეთ. (პირველი წამოდუღების შემდეგ უნდა გაცივდეს და ამის შემდეგ ადუღებთ მეორედ). შემდეგ გადაღვარეთ და სუფთა წყალი გამოავლეთ.