ამ დროს შინაურული გამოცდილი საშუალებები უფრო ამართლებს მიუხედავად ქიმიური საშუალებების დიდი არჩევინისა, დიასახლისები ბოლომდე კმაყოფილნი მაინც არ არიან, როცა საქმე პირსახოცის ან ჭურჭლის ტილოს გაქათქათებას ეხება. ამ დროს შინაურული გამოცდილი საშუალებები უფრო ამართლებს.
რუსეთში საწმენდ საშუალებად ძალიან პოპულარულია მდოგვი. ამბობენ, რომ საოცარი ეფექტი აქვს - ლაქებს აშორებს, ქსოვილს კი ფერს უნარჩუნებს. განსაკუთრებით კარგია სამზარეულოს პირსახოცებისთვის, რადგან მდოგვი ცხიმიან ლაქებს ძალიან კარგად უმკლავდება.
2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით და გაგრილება აცადეთ.
გაწურეთ, გააზავეთ საჭირო რაოდენობის წყალში და მთელი ღამით ჩაალბეთ პირსახოცები. შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ (ვისაც გნებათ ხელით და ვისაც გნებავთ - სარეცხის მანქანაში). სარეცხი კარგად გასუფთავდება და დეზიფექციაც ჩაუტარდება. ფერი კი უფრო ხასხასა გამოჩნდება.