ირეცხება თუ არა ზამში სარეცხის მანქანაში როცა ზამშის ფეხსაცმელი დაისვრება, მაშინვე არ გაწმინდოთ. ჭუჭყს გაშრობა აცადეთ და შემდეგ დაიწყეთ წმენდა. ჯერ სპირტიანი წყლით გაასუფთავეთ, შემდეგ ე.წ. "შკურკა" (ნული ნომერი) გადაუსვით. თუ ამის შემდეგ ლაქის კვალი ისევ დარჩა, ძმრიანი წყლით ამოწმინდეთ (1 წილ წყალზე ნახევარი წილი ძმარი). ნესტისგან დაზიანებული ზამში კი საპნიანი წყლით გაასუფთავეთ. შემდეგ კვლავ "შკურკა" გადაუსვით და ძმრიანი წყლით დაასრულეთ.
თუ ფეხსაცმელზე ცხიმიანი ან პრიალა ლაქა გაჩნდა, ტალკი მოაყარეთ. სამი საათის შემდეგ მაგარი ჯაგრისით ამოწმინდეთ.
ყავისფერი ზამშის ფეხსაცმელი ყავის ნალექში ამოვლებული ჯაგრისით გაწმინდეთ. ამით სიახლის ელფერი მიეცემა.
ნებისმიერი სახის წმენდის შემდეგ აუცილებელია, რომ რეზინის ჯაგრისი გადაუსვათ. თუ ასეთი არ გაქვთ, უბრალო საშლელი გამოიყენეთ.
რეზინის ჯაგრისი
ზამში სარეცხის მანქანაში
ჩექმები ჯობია მანქანაში არ გარეცხოთ. სხვა სახის ზამშის ფეხსაცმელი კი მანქანაში კარგად ირეცხება. შეარჩიეთ დელიკატური რეჟიმი, მომართეთ 30 გრადუსზე და გაუთიშეთ წურვა.
ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი წყვილი გარეცხეთ. გაშრობის წინ კარგად გამოტენეთ თეთრი ქაღალდით და ისე გააშრეთ.