უბრალო ნივთი, რომელიც ბავშვებს კლავს- ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს! ბავშვზე ზრუნვისას შეიძლება ისეთი ელემენტარული მომენტები გამოგვრჩეს, რაც ბავშვის უსაფრთხოებასთანაა კავშირში. მშობელს ასი თვალი და ყური სჭირდება, რომ შვილი ირგვლივ არსებული საფრთხეებისგან დაიცვას. ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს, რამდენი ხიფათი ემუქრება მათ პატარას ელემენტარული საგნებისგან. ეს შემთხვევა, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, სამწუხაროდ, ცუდად დამთავრდა.
ოკლაჰომაში მცხოვრებმა დერეკ და ალი დოდებმა ერთ დღეს თავიანთი შვილი დღის მოვლის ცენტრში წაიყვანეს. ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მაშინ უკანსკნელად ხედავდნენ თავინთ საყვარელ პირმშოს.
ამ ცენტრის მომვლელმა ფატალური შეცდომა დაუშვა: იმის მაგივრად, რომ ბავშვი დასაძინებლად საწოლში ჩაეწვინა, დერმატინის ავტოსამგზავრო კალათში დატოვა. 2 საათის შემდეგ ბავშვის დასახედად მობრუნდა და ნახა, რომ პატარა სულ გალურჯებული იყო. სასწრაფო დახმარება დროულად მოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო - ბავშვი გაიგუდა.
მშობლებს ხშირად წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენად საშიშია საბავშვო ავტოსამგზავრო კალათა. თუ ბავშვი არასწორად არის დამაგრებული, შეიძლება პოზიციური ასფიქსია გამოიწვიოს.
უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ ოჯახს საშინელი უბედურება დაატეხა თავს. ოკლაჰომას სოციალურ დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ მშობლები თავადაც აძინებდნენ ბავშვს ავტოსავარძელში და ეს შემთხვევაც მათ დააბრალეს. რაც შეეხება დღის ცენტრს, აღმოჩნდა, რომ მომვლელი რამდენიმე დღის მიღებული იყოს სამსახურში და საჭირო ცოდნა-გამოცდილება არ გააჩნდა. ცენტრმა ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა და ბოლოს მაინც დაიხურა.
ჩვილებს ძალიან სუსტად აქვთ განვითარებული ზურგის კუნთები. თუ სავარძლის ღვედი არასწორად არის დაფიქსირებული, გუდავს მას.
დღეს დერეკი და ალი ლექციებს უკითხავენ მშობლებს, თუ როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები. მსოფლიოში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ავტოსავარძელში ბავშვის გაგუდვის. მხოლოდ ოკლაჰომაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 107 ბავშვი დაიღუპა. ამიტომ ცოლ-ქმარი ყველა მშობელს მოუწოდებს, რომ ავტოსავარძელში ბავშვის დაძინება და უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. ფრხილად შეარჩიეთ სავარძელი და რაც მთავარია, გულდასმით გაეცანით მისი მოხმარების წესებს.