მოზარდი კი ასეთ ინფორმაციას აუცილებლად "დააკლიკებს"... ბავშვი და ინტერნეტი რთული თემაა. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე არაერთი დისკუსია გამართულა და ბევრ კითხვაზე დღემდე არ არსებობს ამომწურავი პასუხი. სამაგიეროდ, ყველა მშობელი თანხმდება, რომ ბავშვების დაცვა გარკვეული ტიპის ინფორმაციისგან აუცილებელია. ბოლო დროს მომრავლებულმა ქართველმა ინტერნეტხულიგნებმა მიზანში სწორედ ბავშვები ამოიღეს...
როგორ აზარალებენ მშობლებსა და ბავშებს ე.წ. მატყუარა საიტები
შეამჩნევდით, რომ ყოველდღიურად იჩეკებიან ახალ-ახალი საიტები, რომლებიც ხშირად დაუჯერებელი, აბსურდული, უხამსი ან სხვა საიტებიდან მოპარული სტატიებით იზიდავენ მკითხველს. ეს საიტები მკითხველს სოციალურ ქსელით "იჭერენ" და ამისთვის სოციალურ ჯგუფებს იყენებენ. ისე, რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, ინტერნეტ-ხულიგნები თქვენი და თქვენი შვილების ფეისბუქ-პროფილებს თავიანთ ჯგუფებში აწევრიანებენ (სწორედ ამგვარად იზრდება მათი პეიჯები სულ რამდენიმე დღეში ასეულ ათასობით თუ მილიონ ლაიქამდეც კი). ამის შემდეგ თავიანთი სტატიების თქვენზე "გასაღება" პრობლემას აღარ წარმოადგენს. ასე ივსება თქვენი და თქვენი შვილების გვერდი ათასგვარი სისულელითა თუ უხამსობით. მოზარდი კი ასეთ ინფორმაციას აუცილებლად "დააკლიკებს"...
როგორ უნდა დაიცვათ თავი მათგან
პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ, რომელი ჯგუფის წევრად ხართ დაფიქსირებული. ის ჯგუფები, სადაც თქვენი ნებით ნებით არ ხართ გაწევრიანებული, უნდა დატოვოთ. ერთ დღეს მოიცალეთ, "ჩაუჯექით" თქვენი შვილების პროფილებს და დაიწყეთ მათი "გაწმენდა".