უებარი ტკივილგამაყუჩებელი სახლის პირობებში ყურის მწარე ტკივილი თუ არ გამოგიცდიათ, გაგონილი მაინც გექნებათ, რა დღეში აგდებს ადამიანს. მით უმეტეს, თუ ბავშვს ტკივა, მთელი ოჯახი აწრიალებულია. მისი საწიააღმდეგო არაერთი პრეპარატი არსებობს, მაგრამ ყურის ტკივილმა ხშირ-ხშირად იცის თავის შეხსენება, ხშირად წამლის ხმარება კი ზოგჯერ სასურველი არ არის. ამიტომ შინაური მეთოდები მოიშველიეთ. გასწავლით, როგორ უშველოთ ყურის ტკივილს უწამლოდ.
დაგჭირდებათ ნატურალური ბამბის 2 წინდა, 1/2 ჭიქა მარილი.
ჩაყარეთ წინდაში მარილი, თავი მოუკარით და ტომსიკა მეორე წინდაში ჩადეთ.
მარილიანი წინდა დადეთ ტაფაზე და გააცხელეთ 3 წუთის განმავლობაში (წინდა აუცილებლად ნატურალური ბამბის უნდა იყოს). დაიდეთ ყურზე. მანამდე შეამოწმეთ, რამდენად ცხელია, რომ ყური არ დაგეწვათ. შვებას მაშინვე იგრძნობთ.