ყველაზე კითხვადი
სანდოა თუ არა მარკეტებში ნაყიდი ქიშმიში და ჩირი
სანდოა თუ არა მარკეტებში ნაყიდი ქიშმიში და ჩირი
ჩირი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნუგბარად ითვლება და მშობლებიც ცდილობენ, არ მოაკლონ შვილებს. მარკეტებში ჩირის ფართო არჩევანია, მაგრამ გამოდგება კი სასარგებლო საკვებად?  სანდო ჩირისა და ქიშმიშის შერჩევა რომ შეძლოთ, ამისათვის გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ.

ხილის გამოშრობის სამი წესი არსებობს: მზეზე, ჩრდილში და ღუმელში, ან ქიმიურად დამუშავების შედეგად. სამწუხაროდ, სუპერმარკეტებში უმთავრესად სწორედ ქიმიურად დამუშავებული ჩირი იყიდება. რომელია ჩირის საეჭვო ნიშნები? პირველ რიგში ფერი - ქიშმიში ქარვისფერი არ უნდა იყოს, გარგრის ჩირი (კურაგა) - ნარინჯისფერი, ლეღვი - ოქროსფერი.
სწორად გამომშრალი ჩირი მუქდება. გარგარის ჩირი უნდა იყოს მოყავისფრო, მუქი ქიშმიში - შავი, ლურჯი ელფერით, ლეღვი - ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი.

გაზით გალამაზებული
თუ ჩირი ბზინავს, გამჭვირვალეა და თითქოს ცხიმიანი, შავქლიავი თითქოს შავ მარმარილოს ჰგავს, ქიშმიში კი ოქროსფერია, ე.ი. ჩირი სპეციალური გაზითაა დამუშავებული. ასეთი ჩირი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. არ გირჩევთ გასუფთავების მიზნით ჩირის დამდუღვრას, ვიტამინები დაეკარგება. ჩირი ცხელ წყალში გარეცხეთ. ხოლო თუ მისგან კომპოტის მოხარშვა გქონდათ გადაწყვეტილი, მეცნიერები გვაიმედებენ, რომ მოხარშვის დროს
You must have Flash Player installed in order to see this player.
საშიში გაზი აორთქლდება.

გლიცერინით ან ცხიმით დამუშავებული
მბზინვარე ჩირი არ არსებობს. მას ან გლიცერინით ან გაურკვეველი წარმოშობის ზეთით ამუშავებენ. იდეალურად გამომშრალი ჩირი უნდა იყოს მქრქალი, მოჭმუჭვნილი, მტვრიანი. ხშირად გამოსაშრობად ხილს ბენზინზე მომუშავე საშრობებში აშრობენ, რის გამოც ჩირს დაკარგული აქვს არომატი, სამაგიეროდ, ბენზინის სუნი ასდის, გამდიდრებულია კანცეროგენებით და მისი ჭამა საშიშია.

ღუმელში გამომშრალი ხილი
სწრაფი მეთოდია ხილის დასაჩირებლად. თუმცა, მასში ვიტამინები აღარ არსებობს.

თხევად ბოლში გამოყვანილი
ბოლში გამოყვანილი ხილი კანცეროგენით მდიდრდება და ორგანიზმისთვის არაფერ სასარგებლოს არ წარმოადგენს. საფრთხის გამო თხევადი ბოლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მოერიდეთ ნარინჯისფერი შეფერილობის "კურაგას" და წვნიანი, ხორციანი შავქლიავის ყიდვას. თუ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეიძინეთ მოყავისფრო ქიშმიში და "კურაგა". აგრეთვე, ნუ შეიძენთ ძმრის არომატიან ჩირს. ეს მიუთითებს, რომ ხილი არასწორად იქნა დაჩირებული. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩირში არ იყოს მატლის კვერცხები.
გაუზირეთ სტატია ჩირის მოყვარულ მეგობრებს, რათა დაიცვათ ისინი საფრთხისგან.
ტეგები ჩირი ქიშმიში
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
29.11.2016
კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია
24.11.2016
ინფორმაცია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა გაეცნოს!
21.11.2016
დიეტოლოგებმა პატარებისთვის ყველაზე საშიში თევზი დაასახელეს
18.11.2016
დროის ადეკვატური შეგრძნება და მისი განაწილების უნდარი ბევრ უფროსსაც არა აქვს
18.11.2016
როდესაც ბავშვი ჭირვეულობს ჭამის დროს, საკუთარი გამოცდილება, ლოგიკა, ჯანსაღი აზრი, სამი უცხო ენის ცოდნა მომენტალურად სადღაც ქრება...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?