უახლესი ამბები
ყველაზე კითხვადი
7 რამ, რაც აფერხებს ბავშვის განვითარებას
7 რამ, რაც აფერხებს ბავშვის განვითარებას
ფსიქოლოგებისა და პედიატრების აზრით, ეს 7 რამ აფერხებს ბავშვების განვითარებას.

1. მატყუარა საწოვარა ("სოსკა") 1 წლის შემდეგ
წოვის რეფლექსი ბავშვისთვის უსაფრთხოება და კომფორტია. მაგრამ 1 წლის შემდეგ მას შეუძლია თავისი მდგომარეობა დაარეგულიროს სხვა მეთოდებით. მაგ: მიგითითოთ იმაზე, რაც უნდა, დაუძახოს უფროსს და მიიღოს მისგან სითბო და მოფერება. თუ ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში ბავშვი მიიღებს საწოვარას, მაშინ ის „იმახსოვრებს“ ამ ჩვევას და მოზრდილ ასაკში შეიძლება იკვნიტოს ფრჩხილები, დაღრღნას ფანქრის ბოლო და ა.შ. გარდა ამისა, მუდმივად კომფორტში ყოფნისას (საწოვარას წოვა უსაფრთხოება და კომფორტია მისთვის), ბავშვს ვეღარ უვითარდება სხვა უნარ-ჩვევები გარე სამყაროსთან, რადგან მას აღარ აქვს ამის მოთხოვნილება.

2. პამპერსი 1,5 წლის მერე
იმისათვის, რომ ბავშვმა გააკონტროლოს თავისი მოთხოვნილებები, ის უნდა იმყოფებოდეს არაკომფორტულ სიტუაციაში, რომელიც მისცემს სტიმულს შესაბამის რეაქციებს. ამ ასაკის მერე პამპერსი უკვე განვითარების შეფერხებაა. 

3. ჭოჭინა და სხვა დამხმარე საშუალებები სიარულის მცდელობის დროს.
ასეთი საშუალებები არ აძლევს ბავშვს ძირს დავარდნის შესაძლებლობას. თუ ბავშვი არ შეეხო იატაკს მუხლებით და იდაყვებით, ის ვერ შეიცნობს გარშემო მყოფ რელიეფს და ეს
პროცესი გახანგრძლივდება.

4. მოლაპარაკე ინტერაქტიული სათამაშოები
ელექტრონული ცხოველები, ელექტრონული წიგნები არ პასუხობენ კითხვებზე, ბავშვს აჩვევენ მხოლოდ ფრაზების და სიტყვების გამეორებას მექანიკურად, რაც ზღუდავს თამაშის სიუჟეტს, წარმოსახვას და აფერხებს ლაპარაკის პროცესს.

5. ტელევიზორი ნებისმიერ ასაკში
ყველასათვის ცნობილია ტელევიზორის მავნე როლი ბავშვის განვითარების პროცესში. ის გამოიყენება მუდმივი ფონის შესაქმნელად, რაც შემდგომ ხელს უშლის ბავშვს სკოლაში სწავლასა და დისციპლინაში, რადგან მერე უკვე უჭირთ სიჩუმეში ყოფნა.

6. ელექტრონული თამაშები შეუზღუდავად 
თუ ბავშვს არ ექნება შეზღუდული დრო ელექტრონული თამაშებისათვის, ეს გამოიწვევს დამოკიდებულებას. შემდგომში სათამაშოები და სხვა გასართობი თამაშები აღარ მოხიბლავს მას.

7. სამთვლიანი ველოსიპედი 3 წლის შემდეგ
თუ გინდათ, რომ ბავშვმა შეიძინოს ახალი უნარები, მაშინ შეამცირეთ ბორბლების რაოდენობა. ცნობილია, რომ ფიზიკური განვითარება ინტელექტუალურ განვითარებას ფეხდაფეხ მისდევს.
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (6)
21:40 / 06-03-2016
lamara
ყველა ბავშვი მარტალია ინდივიდუალურია მაგრამ პამპერსი მე ჩემსს გოგოებსს წლინახევრისა დილის საატებში მოვხენი . მტელი გამის განმავლობაში 2 წლისები უკვე ტავად აგარ იკეტებდნენ რადგანაც უპაპერსობა უპრო კომპორტული იყო მატტვის. ტავსს დიდებად გრდზნობდნენ და უხაროდატ .მინახავსს ოჯახები ისე შეეცვივნენ პამპერსს 8 წლისები გამიტ მაინც იცვავდნენ . ამასს ამარიკაში მკოპი გწერტ პამპერსის პული კი არ მიჯირდა იმის მეშინოდა 8 წლამდე არ დაჩვეულიყო ბავშვი პამპერს. და რა შუაშია ბოგმაა??? რაან მულია ესეგი რდზალსს აძაგებსს მასს უბრალოდ ტავის ძმისშვილების მომავალი ადარდებსს.სველი პამპერსიტ ბავშვი რომ ცივდება მგონი ახალა არ გაიგეტ პირველად????
14:35 / 29-02-2016
თინათინი
თამარი რა ბოღმით სავსე კომენტარია რძლის მიმართ, ისე ყველა ბავშვი ინდივიდუალურია
14:22 / 24-02-2016
მაია
3 წლის ბავშვმა 2 თვლიანი ველოსიპეტი როგორ უნდა ატაროს ძაან საინტერესოა
23:00 / 13-02-2016
nona
სისულელეა კი არა ნამდვილად ასეა მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, მატყუარა 1 წლის მერე აქ ჩამოთვლილ პრობლემთაგან კიდევ კბილების თანკბილვას არგვევს და მოზრდილ ასაკში სინებით სწორდება.
08:56 / 09-02-2016
tamari
ნეტა ჩემმა რძალმა თუ წაიკითხა ეს .ბავშვი 3 წლისაა და კიდევ აცმევს პამპერს,ეზარება რომ გადააყენოს.
მსგავსი სიახლეები
14.07.2016
ასეთ ბანანს არავინ არ ყიდულობს
12.07.2016
განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში
09.07.2016
პლასტმასის ბოთლები მეტისმეტად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში
08.07.2016
სწავლის, წარმატებული კარიერისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის კარგი მეხსიერება აუცილებელია




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?