ასწავლეთ ეს აუცილებელი რამ თქვენს შვილებს და ამით ბევრ უსიამოვნებას ააცილებთ თავიდან 25 მაისს დაკარგული ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!
* საკუთარი სახელი, ასაკი, მისამართი - ეს არის ის, რაც თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს. ბავშვს ტანსაცმლის შიდა ჯიბეში ყოველთვის უნდა ჰქონდეს მშობლის სავიზიტო ბარათი. მასზე უნდა ეწეროს არა მარტო მშობლების ტელეფონის ნომრები, არამედ სახლის მისამართი და მშობლების მეგობრების ტელეფონის ნომრები.
* თუ ბავშვს აქვს სამედიცინო უკუჩვენებები (ალერგია ან სხვადასხვა რეაქციები), ისიც უნდა იყოს ბარათზე მითითებული.
* ასწავლეთ ბავშვს მობილური ტელეფონით სარგებლობა. ტელეფონი გვეხმარება დავადგინოთ ბავშვის ადგილსამყოფელი.
* მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩაწერილი მასწავლებლებისა და აღმზრდელების ტელეფონის ნომრები. ასევე ბავშვის ბაღის (სკოლის) მეგობრებისა და მათი მშობლების ტელეფონის ნომრები.
* გაითამაშეთ სცენა: დაელაპარაკეთ ბავშვს, ჰკითხეთ, როგორ მოიქცევა, თუ ქალაქში დაიკარგება. პასუხებიდან გაიგებთ, თუ როგორ მოიქცევა ის ასეთ სიტუაციაში.
* როდესაც ასწავლით ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, უთხარით, რომ არასოდეს ეჩხუბებით მას.
* ყველაზე მარტივი წესი უფროსებს ახსოვთ ბავშვობიდან: "იდექი იქ, სადაც დგახარ“. ასე ადვილად იპოვით ბავშვს, თუ ასცდით სუპერმარკეტში ან მუზეუმში.
* დაკარგულ ბავშვს ფსიქოლოგები ურჩევენ, დაჯდნენ იატაკზე და ხმამაღლა დაუძახონ დედას და მამას.
* მშობლებმა ბავშვებს კიდევ ერთი რამ უნდა ასწავლონ: თუ ბავშვთან მივა უცნობი ადამიანი და შეეცდება მის წაყვანას, მან ძალიან ხმამაღლა უნდა დაიყვიროს შემდეგი სიტყვები: “მე შენ არ გიცნობ! ის არ არის ჩემი მამა (დედა), მიშველეთ!" მხოლოდ ასე მიიპყრობს ბავშვი გარშემო მყოფების ყურადღებას (წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფნი ჩათვლიან ამას ოჯახურ სცენად).
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და შეძლებისდაგვარად უნდა მოვამზადოთ შვილები ამისთვის.
ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ ოჯახებში ცხოვრებას, სიმშვიდეს და უშფოთველობას.