საჭირო რეკომენდაციები მშობლებისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ, რეკომენდაციების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნილებაა: მაშველმა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ფიზიკურად მოუმზადებელ მაშველს შეუძლია დახმარება გაუწიოს ბავშვს აუზში, დაბალ წყალში, ანუ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭიროა მხოლოდ ხელის გაწოდება და არა წყალში ცურვა.
ყურადღება!
თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ვერ გრძნობთ ფეხქვეშ მიწას - იყვირეთ, მოუხმეთ საშველად სხვებს და თქვენი ენთუზიაზმით ნუ მოამრავლებთ წყალში დამხრჩვალთა რიცხვს!
გადაუდებელი დახმარებისთვის უპირველესი ამოცანა - რაც შეიძლება სწრაფად ამოვიყვანოთ წყლიდან ბავშვი.
თუ ბავშვს არა აქვს სიცოცხლის ნიშნები:
დააწვინეთ ზურგზე; მოაშორეთ ტანსაცმელი, რომელიც უშლის; ჩაუტერეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც გამოიყვანს ორგანიზმს კლინიკური სიკვდილიდან.
რეანიმაციული ღონისძიებები სამი ეტაპისგან შედგება:
გულის მასაჟი; სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა; ხელოვნური სუნთქვა. დააწვინეთ დაშავებული მუცელზე, მაშველის მუხლზე და ა.შ. აწიეთ ფეხებით ზევით;
დაარტყით ზურგზე ხელი.
თუ დაშავებული სუნთქავს/ახველებს/ამოძრავებს კიდურებს/ აქვს ღებინება:
მიეცით საშუალება მიიღოს მისთვის მოსახერხებელი მდგომარეობა ან დააწვინეთ გვერდზე;
არც ერთი წუთით არ მოადუნოთ ყურადღება: შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს ნებისმიერ მომენტში;
• გახადეთ სველი ტანსაცმელი;
• გაათბეთ ინტენსიურად - მარტო მშრალად კი არ შეახვიოთ, არამედ თუ ხელმისაწვდომი იქნება, გამოიყენეთ გამათბობელი საშუალებები: ელექტრო სათბური, ფენი, თბილი ოთახი, დაანთეთ ცეცხლი და დააწვინეთ ახლოს.
• თუ ბავშვი გონებაზეა, ( შეუძლია დაჯდომა) და არ აქვს ღებინება, სასურველია პატრა ყლუპებით დაალევინოთ თბილი ჩაი, კომპოტი.
ყურადღება!
როგორი კარგი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს (თქვენი შეფასებით), აუცილებლად მიიყვანეთ უახლოეს სტაციონარში და დატოვეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
პროფილაქტიკა
• ასწავლეთ ბავშვებს ცურვა.
• მათ, ვინც უკვე იცის ცურვა, ასწავლეთ წყალზე დასვენება.
• გამოიყენეთ თანამედროვედ აღჭურვილი სანაპიროები.
• ბავშვის ნებისმიერი მოძრაობა წყლისკენ, უფროსთან უნდა იყოს შეთანხმებული.
• დაუშვებელია უფროსების ზედამხედველობის გარეშე ბავშვების დატოვება ცურვის ცოდნის შემთხვევაშიც კი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზედამხედველმა იცოდეს ცურვა და იყოს ფხიზელ მდგომარეობაში.
• არ იცურაოთ დიდხანს ცივ წყალში.
• კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვისთვის ჩაყვინთვა, თუ მან არ იცის ცურვა.
• არ მისცეთ უფლება ტივტივას იქით ცურვისა.
• მკაცრად გააფრთხილეთ თამაშისა და ხუმრობისთვის - "მიშველეთ, ვიხრჩობი" და ა. შ.
• კატეგორიულად აუკრძალეთ სიმაღლიდან ხტომა წყალში.
• არ დაუშვათ, რომ ბავშვი, რომელმაც არ იცის ცურვა, წყალში შევიდეს გასაბერი ჟილეტის, კამერის გარეშე.
• დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ გასაბერი ლეიბების, ნავების მიმართ.
• ბავშვს, რომელიც ზის ნავში, აუცილებელია ეცვას გასაბერი ჟილეტი.
• დაიმახსოვრეთ! აუზში მეტი ბავშვი იხრჩობა, ვიდრე ზღვასა და გაშლილ წყალსაცავებში.
• არ დატოვოთ ბავშვი მარტო არც აბაზანაში და არც აუზში.
• ნუ მიანდობთ უფროს ბავშვებს პატარებს ბანაობის დროს (მდინარეში, აუზში, აბაზანაში).
• ბანაობის შემდეგ მაშინვე დაცალეთ აუზი, ვედრო, ტაშტი.
ჭურჭელი, რომელიც მუდმივად სავსეა წყლით (ვედრო, წყლის საცავი ეზოში), უნდა იყოს თავდახურული და ხელმიუწვდომელი ბავშვისთვის.
შემოფარგლეთ და ჩაკეტეთ ბასეინი, ჭა, აბაზანის ოთახი.