ბავშვისგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელია ბავშვისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ყველაზე ყურადღებიანი მშობლის ბავშვებიც კი ახერხებენ თავის საფრთხეში ჩაგდებას. საყოფაცხოვრებო ქიმია ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა ბავშვიან ოჯახში. ფერად-ფერადი ხსნარები თუ ფხვნილები პატარებს განსაკუთრებით იზიდავენ. ხშირია ამ საშუალებების გადაყლაპვის ფაქტებიც.
თუ ბავშვმა ჟურჭლის ჟელე, სარეცხის ფხნილი ან აპონი შეჭამა, რა გავაკეთოთ ექიმის მოსვლამდე?
1. პირველ რიგში სასწრაფო გამოიძახეთ.
2. პირში და ყელში წყალი გამოავლეთ
3. დაალევინეთ ერთი მოზრდილი ჭიქა წყალი და 1-2 აბი ნახშირი.
4. გაარკვიეთ, კონკრეტულად რა გადაყლაპა, რამდენი და როდის.
5. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ გულისრევის ხელოვნურად გამოწვევა. ქიმიური ნივთიერებების ამოფრქვევა კუჭიდან საყლაპავი გზების განმეორებით დამწვრობას ან ინტოქსიკაციას გამოიწვევს. დასაშვებია მხოლოდ ზონდით ამოტუმბვა, რასაც ექიმი გააკეთებს. თუ მაინც აერია გული, ამოფრქვეული მასა ექიმის მოსვლამდე შეინახეთ.
6. არ დაუწყოთ ჩხუბი ბავშვს. ამით ძვირფას დროსაც დაკარგავთ და შეიძლება ბავშვმა რაღაცები დაგიმალოთ. ეს უკანასკნელი კი მისი დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს.