სწავლის, წარმატებული კარიერისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის კარგი მეხსიერება აუცილებელია სწავლის, წარმატებული კარიერისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის კარგი მეხსიერება აუცილებელია. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალურად საქმიანობენ - ყველანი მეხსიერების გაუმჯობესებას საჭიროებენ. ამერიკელმა მეცნიერებმა საინტერესო ფორმულას მიაგნეს და საიდუმლოს ჩვენც გვიხსნიან.
მეცნიერებმა 37-დან 70 წლამდე ადამიანების ორი ჯგუფი შექმნეს. ერთ ჯგუფს მეხსიერების გაუმჯობესების მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მეთოდი შესთავაზეს. საჭირო იყო გარკვეული პროგრამა საშინაო პირობებში შეესრულებინათ.
ჯანსაღი კვება;
მარტივი ფიზკულტურა (სირბილი, აქტიური სიარული);
რელაქსაცია;
და მარტივი, გონებრივი სავარჯოშები.
წაიკითხეთ ასევე: რით ვკვებოთ ტვინი?
მეხსიერების ჩვენებას მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით იწერდნენ. ორი კვირის შემდეგ მონაწილეებს 5 პროცენტით გაუუმჯობესდათ მეხსიერება.
კვლევის შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თუმცა, თუ მეხსიერების გაუმჯობესება გაქვთ გადაწყვეტილი, მხოლოდ ტვინის ვარჯიშების იმედზე ნუ იქნებით, არ უნდა დაგავიწყდეთ ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და რელაქსაცია.
აი, მარტივი ფორმულა მეხსიერების გასაუმჯობესებლად:
როგორი უნდა იყოს მეხსიერების გასაუმჯობესებელი დიეტა?
უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმიან თევზეს (ორაგული, ქაშაყი), ნიგოზს, სელის ზეთს. ყოველდღიურად მიირთვით რთული და მარტივი ნახშირწყლები, ბოსტენული. აგრეთვე ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრა.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.
წაიკითხეთ ასევე: პროდუქტები, რომლებიც მოსწავლეს აზროვნებაში ეხმარება
სპორტი ტვინისთვის
მოძრაობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ადამიანი მეტად კონცენტრირებული ხდება. აუცილებელია, ყოველდღიურად მეტი იმოძრაოთ; ფეხით 10 ათასი ნაბიჯი უნდა გადადგათ.
რელაქსაცია
მშვიდი განწყობა, მოდუნების უნარი, ჯანსაღი ძილი და სტრესთან გამკლავება საუკეთესო საშუალებაა მეხსიერების გასაუმჯობესებლად.