პლასტმასის ბოთლები მეტისმეტად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში ალბათ დააკვირთ, რომ ბავშვებს უფრო ადრეულ ასაკში უფუჭდება კბილები, ვიდრე თქვენ. ნებისმიერი სტომატოლოგიც დაგიდასტურებთ, რომ პატარებს ადრეულ ასაკშივე კბილები სერიოზულად აქვთ სამკურნალო. გგონიათ ეს მხოლოდ ტკბილეულის ბტალია? მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბავშვთა კბილების დაზიანების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი პლასტიკური ბოთლების გამოყენებაა.
პარიზის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კბილების ნაადრევ გაფუჭებას პლასტიკური ბოთლები იწვევს, რომლებიდანაც წყალს, წვენებს სვამენ.
ცნობილია, პლასტიკური ჭურჭელი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი გამოყენება რეპროდუქტიული ასაკის მანდილოსნებში უშვილობას იწვევს. ამის მიზეზი პლასტიკატში შემავალი ნივთიერებები ბისფენოლი და ვინკზოლინია, მათ გარეშე ჭურჭელი ფორმას ვერ შეინარჩუნებს. საკვებთან ერთად კი ის ადამიანის ორგანიზმში გადადის.
წაიკითხეთ ასევე: მაცივარში წყალი პლასტმასის ბოთლით გიდგათ? - ეს უნდა გამოასწოროთ
ბოლოდროინდელი კვლევით დადგინდა, რომ ზემოჩამოთვლილი მავნე ნივთიერებები კბილის ემალის დაზიანებას იწვევენ ბავშვებში. ამის მიზეზია, რომ 6-დან 9 წლამდე ბავშვებში 18 პროცენტით მოიმატა კბილების დაავადებებმა. ბისფენოლი და ვინკზოლინი საკმაოდ მავნე ნივთიერებებია. ისინი აზიანებენ კბილის ემალს, რასაც ნაპრალებში ბაქტერიების ჩაბუდება და კარიესი მოჰყვება.
ექიმები გვაფრთხილებენ, წვენები და წყალი ბავშვებს პლასტიკურ ბოთლებიდან არ დავალევინოთ.