თუ პატარა გყავთ და მასთან ერთად პირველად მიდიხართ ზღვაზე, შეიძლება ბევრი გარემოება წინასწარ ვერ გათვალოთ თუ პატარა გყავთ და მასთან ერთად პირველად მიდიხართ ზღვაზე, შეიძლება ბევრი გარემოება წინასწარ ვერ გათვალოთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა ბავშვთან ერთად "ზაგრის" მიღება რაც შეიძლება კომფორტულად და ჰარმონიულად წარიმართოს.
*პირველ რიგში, წინასწარ იზრუნეთ, რომ პლაჟის ჩანთა რაც შეიძლება ტევადი და მოხერხებული იყოს. პირსახოცები, დასალევი წყალი, მზისგან დამცავი საშუალებები და სასუნავები აუცილებელი მინიმუმია და რომელიმეს შინ დარჩენა გამორიცხულია.
*დიდ პირსახოცს ქვედა ნაწილი ამოუკეცეთ, ამოკერეთ და პატარა ჯიბეებიან პირსახოცს მიიღებთ, რომელშიც უმრავ წვრილმანს მოათავსებთ.
*ტელეფონი რომ წყლისა და ქვიშისგან დაიცვათ, საკეტიან ცელოფნის პაკეტებში მოათავსეთ. ასეთ პაკეტებს, როგორც წესი, აფთიაქებში, აბების შესაფუთად იყენებენ.
*პლაჟზე რამდენიმე გაყინული წყლის ბოთლი გაიყოლეთ.
*არ დაგავიწყეთ ბავშვისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმლის ჩალაგება. აგრეთვე, ერთი ისეთი სამოსი გაიყოლეთ (მაგალითად საბავშვო ხალათი), რომელიც მთლიანად დაიცავს ბავშვს მზისგან.
*მზისგან დამცავ კრემს მოაცილეთ მწებავი ქაღალდი და მარკერით მოინიშნეთ, რომელ საათზე უნდა წაუსვათ პატარას კრემი (დაახლოებით, საათში ერთხელ დასჭირდება).
*იმისათვის, რომ ქვიშიან პლაჟზე მოხერხებულად მოეწყოთ, ორსაწოლიანი რეზინიანი ზეწარი წაიღეთ. მის ოთხივე კუთხეში რაღაც დაულაგეთ და თავადაც იდეალურად მოთავსდებით.
*ბავშვისთვის აუცილებლად გაიყოლეთ საბავშვო აუზი. პატარას შეიძლება შეეშინდეს დიდ წყალში ჩასვლის.
*იმისათვის, რომ ქურდბაცაცებმა ფულის, მობილურისა და გასაღების გარეშე არ დაგტოვოთ, ისინი სუფთა პამპერსში გადაახვიეთ და ზემოდან ცოტა ქვიშა მიაყარეთ, ვითომ უკვე გამოყენებულია. გვერწმუნეთ, მას არავინ მოკიდებს ხელს.
*მოიფიქრეთ, რითი გაართობთ ბავშვს სანაპიროზე. წაიღეთ ისეთი გასართობი, რომელიც მას გამოადგება და უთქვენოდაც კარგად ითამაშებს.
*იმისათვის, რომ სათამაშოებიდან ადვილად ჩამოაცალოთ ქვიშა, სათამოშოები ნასვრეტებიან ჩანთაში მოათავსეთ და კარგად დაფერთხეთ.
*წყლის გასაყინ კონტეინერის ყუთებში მოათავსეთ დამატენიანებელი, სიცხის გამომტანი ან დამწვრობის მოსაშუშებელი კრემი, გაყინეთ და სანაპიროზე გაიყოლეთ.
*გაითვალისწინეთ, პირველივე დასველების შემდეგ ბავშვებს რატომრაც მგლის მადა ეძლევათ. ამIტომ რაიმე წასახემსებელი პროდუქტი გაიყოლეთ.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!