დაფიქრდით, რასაც ბავშვს ასწავლით, ყველაფერი სწორია? დაფიქრდით, რასაც ბავშვს ასწავლით, ყველაფერი სწორია? გადახედეთ ჩამონათვალს, იქნებ, დროა, ცვლილებები შეიტანოთ აღზრდაში.
1. ზედმეტად თვითკრიტიკულობა
მაღალი თვითშეფასება მშობლებისგან იწყება, რომლებიც სამაგალითოები არიან შვილებისთვის. ისინი თავისი მაგალითით ამტკიცებენ, რომ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. სანამ ბავშვს ნაკლოვანებაზე მიუთითებთ, ჯერ საკუთარ შეცდომებს გადახედეთ. გაუზიარეთ ბავშვებს საკუთარი წარმატება და ხშირად შეუქეთ კარგი საქციელი.
2. ზედმეტად მიჯაჭვული გაჯეტებს
ბავშვები არ უნდა ხედავდნენ მშობლებს სმარტფონებთან, ტელევიზორებთან და სოციალურ ქსელებთან მიწებებულებს (თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი სამსახური არა). ბავშვებთან ერთად უნდა გაატაროთ დრო და არა გაჯეტებთან ერთად. ასწავლეთ ბავშვებს სამაგიდო თამაშები, ხატვა და გაფერადება, კითხვა.
3. ჭორაობა ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე
ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომლისგანაც გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია. ჭორაობის ნაცვლად ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, თუ რა გაკეთა, ნახა, გაიგო ბავშვმა სხვის სახლში, როგორ ჰქონდათ ოთახი მოწყობილი, რით გაუმასპინძლდნენ.
4. ცუდი დამოკიდებულება მეუღლის მიმართ
თუ მშობლებს ერთმანეთთან ან თავიანთ მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ, ბავშვებსაც გადაედებათ ის. ისე მიმართეთ მეუღლეს, როგორც გსურთ, რომ თქვენს შვილს მიმართავდეს მეორე ნახევარი. შეიძლება თქვენი მეუღლე, ოჯახის წევრი ყოველთვის არ იყოს მართალი, მაგრამ უხეშობასა და შეურცხყოფას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
5. უყურადღებო მძღოლი
მანქანაში ბავშვის თანდასწრებით დაუშვებლია სხვა მძღოლების ლანძღვა, საჭესთან ჭამა, სხვა მანქანების გასწრება, გადაჭარბებული სიჩქარე. თუ მოგშივდათ ან შეტყობინება გაქვთ გასაგზავნი, მანქანა გადააყენეთ, რათა არავის შეუქმნათ საფრთხე.
6. არაჯანსაღი საკვები
ასწავლეთ ბავშვებს მშვიდად ჭამა, ლუკმის დიდხანს დაღეჭვა. ნუ შეაჩვევთ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამას. ხშირად წაიყვანეთ პროდუქტების საყიდლად და დაიხმარეთ სადილების მომზადებისას.
7. ვარჯიშის იგნორირება
თუ ბავშვები ხედავენ, რომ თქვენ ზრუნავთ საკუთარ სხეულზე, თავადაც ასე მოიქცევიან. მაგრამ ერთია, როცა ბავშვს ასწავლით, რომ სუფთა ჰაერზე უნდა ივარჯიშოს და მეორე, როცა თავად მიგყავთ ის. ეთამაშებით ბურთით ან ბადმინტონით, რგოლი ატრიალეთ. რამდენიმეწუთიან ვარჯიშიც კი გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და განწყობას თქვენც და თქვენს შვილსაც.