თმა ისე იბურდება, თოჯინა საფრთხობელას ემსგავსება დღეს ყველა პატარა გოგონას სათამაშოებშია "ბარბის" ტიპის გრძელთმიანი თოჯინები. თავიდან ყველას ულამაზესი ვარცხნილობა და თხლად დაფენილი თმები აქვს. სამაგიეროდ, რამდენიმე თამაშის შემდეგ თმა ისე იბურდება, თოჯინა საფრთხობელას ემსგავსება. პატარა წუწუნებს და როგორ წესი, დედას სთხოვს, რომ თოჯინას თმა გაუსწოროს. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი ჩანს, თუმცა ყველა პრობლემას თავისი ხერხი აქვს. ჩვენ გასწავლით გამოცდილ მეთოდს, რათა თოჯინური თმა "ჭკუაზე მოიყვანოთ" და ახლის ყიდვამ არ მოგიწიოთ.
დაგჭირდებათ:
უხეში თმის ჯაგრისი,
თეთრეულის კონდიციონერი (ნებისმიერი),
პულივიზატორიანიანი ქილა,
წყალი.
პულივიზატორიან ქილაში მოათავსთ წყალი და კონდიციონერი პროპორციით 50/50-ზე. მიღებული ნარევი შეასხურეთ თოჯინას თმაზე. ის ძალიან კარგად უნდა დასველდეს.
თოჯინას სველი თმა აკურატულად ჩამოვარცხნეთ, სანამ აბურდული თმა არ გასწორდება და იდეალურად არ ჩამოივარცხნება. ახლა თმა კარგად ჩამორეცხეთ წყლით. დააკვირდით, რომ მასზე კონდეციონერი არ დარჩეს.
გააშრეთ ფენით და თმა მზადაა. თოჯინამ პირვანდელზე უკეთესი თმა მიიღო.
ასეთი მეთოდით თმის წესრიგში მოყვანა ყველა თოჯინისთვისაა გამოსადეგი. აგრეთვე, ისეთი ფუმფულა სათამაშოებოსთვის, რომლებსაც გრძელი ბეწვი აქვთ.