მრავალწლიანი კვლევის შედეგი ჩინელმა სპეციალისტებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ზედმეტი წონის მქონე მამაკაცებს ბიჭები უჩნდებათ. ასე რომ, თუ გოგონას დედობაზე ოცნებობთ, მეუღლის წონა უნდა აკონტროლოთ.
ზედმეტი წონა ბავშვის სქესზე ახდენს გავლენას
მამაკაცის წონა, დაფეხმძიმებაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ბავშვის სქესს განსაზღვრავს.
კვლევის შედეგი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვადასხვა სქესის ბავშვის დაბადებას მეცნიერები ბოლო დროს სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ.
ჩინელმა მეცნიერებმა კვლევა მხოლოდ ფეხმძიმე ქალებზე კი არა, მათ პარტნიორ მამაკაცებზეც ჩაატარეს. კვლევაში 8,5 ათასი უშვილობის მკურნალი წყვილი მონაწილეობდა, ყველას აინტერესებდა, მამის წონა თუ მოქმედებს მომავალი ბავშვის სქესის ჩამოყალიბებაზე.
წაიკითხეთ სევე: როგორ უნდა ჩაისახოს ბიჭი ან გოგო - სქესის დაგეგმვის რეკომენდაციები
ბავშვის სქესის გამოსაცნობი ჩინური ცხრილი
ჭარბწონიან მამაკაცები ბიჭების მშობლები ხდებიან
სტატისტიკურად, მსოფლიოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამხდარ ან ზომიერი წონის მამაკაცებს ბიჭი 611 და 569 გოგონა გაუჩნდათ, ხოლო მოსუქებულ მამაკაცებს _ 27 პროცენტით მეტი ბიჭი. ამ ფაქტის მიზეზად მეცნიერებმა სწორედ ჭარბი წონა დაასახელეს.