ნივთი, რომელიც მოსწავლემ მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უნდა იხმაროს წინასასკოლო სამზადისი თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. მშობლები უკვე იწყებენ საკანცელარიო ნივთების შეძენას. მათ შორის - ფანქრების. ხატვა ხომ საუკეთესო საშუალებაა პატარას შემოქმედებითი ნიჭის გასავითარებლად. თუმცა საქმე იმაშია, რომ ფანქრების ყიდვისას მეტი დაკვირვება გმართებთ, რადგან მათი ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფანქრები ყველაზე სახიფათო საკანცელარიო ნივთად დაასახელეს. არ ვგულისხმობთ ფერების ეფექტურობას - დაგვეთანხმებით, რომ ნივთი, რომელიც მოსწავლემ მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უნდა იხმაროს, უსაფრთხო უნდა იყოს.
თითქმი ყველა ბავშვი ღრღნის ფანქარს - ამ ჩვევის აღმოფხვრა ძნელია, ვერც მუდმივად ბავშვის გვერდით იქნებით, რომ ეს დაუშალოთ.
არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფანქრების მღღნელი ბავშვების სისხლის მძიმე მეტალების კონცენტრაცია ისევე მაღალია, როგორც ქიმიური ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების სისხლში.
სპეციალისტების შეფასებით, მძიმე მეტალებით მოწამვლა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიმპტომები იმდენად ინდივიდუალური და მრავალფეროვანია, ძალიან კომპეტენტურ ექიმებსაც უჭირთ მათი ამოცნობა.
ნიშნები, ბავშვის სისხლში მძიმე მეტალები დონემ აიწია:
ანემია
მუცლის ტკივილი
სისუტე
ნერვული სისტემის აშლილობა
რა შედეგებმდე მიჰყავს მას ორგანიზმი:
განვითარების შეფერხება
მეტყველების დარღვევა
ქცევითი პრობლემები
ცუდი მეხსიერება და ინფორმაციის ცუდად ათვისების უნარი
ამიტომ გირჩევთ, ნუ შეიძენთ ყველაზე იაფფასიან, გაურკვეველი წარმოშობის ფანქრებს. ბავშვთა საკანცელარიო ნივთების ხარისხით ჯობია უფრო მტად დაინტერესდეთ.