სოკოს ჭამა სერიოზული გამოცდაა ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით. მოუმწიფებელი (ჩამოუყალიბებელი) საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვნად ფორმირებული ფერმენტული სისტემა, სოკოს ჭამა სერიოზული გამოცდაა. ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია სოკოს მონელება, შესაბამისად, საკვებად ვარგისი ჯიშის სოკოც კი, სათანადოდ, სწორად, ყველა წესის დაცვით მომზადებულიც კი, შეიძლება პატარისთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს. ამგვარად, არ არის საჭირო გარისკვა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა აჭამოთ!
უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
ეს ნიშნავს: მცირე რაოდენობით და რაც მთავარია, სწორად დამუშავებულ-მომზადებული, ასევე, სოკოს ჭამისთანავე სხვა საკვების მიყოლება, მით უფრო მასთან შეუთავსებლის, არ არის რეკომენდებული გაგრძელება