მზრუნველი მშობლის მოვალეობაა, თავიდანვე იზრუნოს შვილის ხერხემალზე ძალიან ხშირად მშობლები აბსოლუტურად ალოგიკურად ვმოქმედებთ. ადრეული ასაკიდან ვასწავლით ჩვენს შვილებს ელემენტარულ რაღაცებს, მაგალითად, რომ ასანთით თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ უცნობ ბიძიებს და დეიდებს არ უნდა ვესაუბროთ, გზაზე მხოლოდ მაშინ უნდა გადავიდეთ, როდესაც შუქნიშანზე მწვანე ფერი იქნება დაფიქსირებული და ა.შ. ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ხანდახან ისეთი რამეებიც გვავიწყდება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მაგალითად, რაზე და როგორ ზის ჩვენი შვილი, ეს ხომ ერთი შეხედვით არც ისე სახიფათოა.
რეალურად სკამი, რომელზეც ჩვენი შვილი საკმაოდ დოდ დროს ატარებს თუნდაც დავალებების შესრულების დროს, არც ისე უსაფრთხოა და საკმაო ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება შემთხვევას, როდესაც მშობელი შვილს სწორად შეურჩევს ორთოპედიულ სკამს.
მაგიდასთან მჯდომ ბავშვს ფეხები ჩამოკიდებული აქვს, ზურგი მოხრილი და გადახრილი. ხერხემალი საზურგეს არ ეყრდნობა. დაუფიქრებლად ან ეკონომიის მიზნით ვიყიდეთ სკამი, რომელიც არ რეგულირდება. ზომაც ისეთი შევარჩიეთ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადს დაჯდომა მოახერხოს, არ დაუპატარავდეს. ამ სკამში კი თქვენი პირველკლასელი შვილი უბრალოდ ცურავს. მართალია, სადღაც მერვე კლასისთვის ეს სკამი მას კარგად ექნება, მაგრამ იქამდე. იქამდე დრო დაუნდობლად გაირბენს და ერთ დროს სკამზე გაკეთებული ეკონომია უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ექიმთან ვიზიტი ხომ იაფი სულაც არ არის და რაც ყველაზე მთავარია, ვერც ერთი ექიმი მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი შვილის დაზიანებული ხერხემალი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
როგორ უნდა იჯდეს ბავშვი მერხთან – სამუშაო მაგიდასთან ჯდომის წესები
ბავშვის ხერხემლის ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ის სათავეს დედის მუცელშივე იღებს, უკვე მეორე კვირიდან და გარდატეხის ასაკში, 16-18 წლისთვის საბოლოოდ ყალიბდება. ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა უკვე ზრდასრულ ასაკში. ნერვული დაბოლოებები ხომ სწორედ ხერხემალში, მალათაშორის გადის, გამრუდებული ხერხემლის დროს კი ეს ნერვული დაბოლოებები ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს. შედეგად შეიძლება მივიღოთ საკმაოდ სერიოზული დაავადებები, სასუნთქი ორგანოების მუშაობის დაქვეითება, ოსტეოქონდროზი, გულის უკმარისობა, რადიკულიტი, სქოლიოზი და ეს არ გახლავთ ამ დაავადებათა სრული ჩამონათვალი.
უნდა აღინიშნოს, რომ გოგონებისთვის ეს თემა მეტად აქტუალურია. მათ ხომ წინ ორსულობა აქვთ, რომლის დროსაც ხერხემალი კოლოსალურ დატვირთვას განიცდის.
ერთი სიტყვით, მზრუნველი მშობლის მოვალეობაა, თავიდანვე იზრუნოს შვილის ხერხემალზე. საბავშვო ორთოპედილუ სკამი არ არის უბრალოდ ახირება, ეს თქვენი შვილის ჯანმრთელობის გარანტიაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიოთ ბავშვს საწერი მაგიდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ, როგორ უნდა შეურჩიოთ ბავშვს სკამი