დროის ადეკვატური შეგრძნება და მისი განაწილების უნდარი ბევრ უფროსსაც არა აქვს დროის ადეკვატური შეგრძნება და მისი განაწილების უნდარი ბევრ უფროსსაც არა აქვს. ბავშვები კი მითუმეტეს, ვერ აკონტროლებენ მას. სკოლაში სწავლის დროსაც არ შეუძლია საკუთარი დროის სწორად განაწილება. აღარაფერს ვამბობთ ბაღის ასაკის ბავშვზე. ბავშვს დროის შეგრძნება ნელ-ნელა უნდა გაუჩინოთ. ეს უნდა მოხდეს თამაშით, მოუყევით მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან. აი, რამდენიმე წესი:
1. თავდაპირველად გაესაუბრეთ ასაკზე, სიმაღლესა და დროზე. მოუყევით, როგორი იყო 3 წლის წინ. აღნიშნეთ, რამდენად გაიზარდა ამ პერიოდში. იფანტაზიორეთ, როგორი იქნება კიდევ 3 წლის შემდეგ. შეგიძლიათ ფოტოები დაავალიერებინოთ, სადაც ის ჯერ კიდევ პატარაა; ან მისი ზრდის ალბომი დაათვალიერებინოთ.
2. ამის შემდეგ მიაქცევინეთ ყურადღება იმაზე, რა შეუძლია ახლა და რა არ შეეძლო ადრე, თუნდაც 1 წლის წინ. ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, გაახსენეთ, როგორ ისწავლა ველოსიპედის ტარება. როგორი იყო სწავლების პირველი-ორი კვირა და როგორი წინსვლაა 2-3 თვის შემდეგ.
3. ბავშვს ასწავლეთ, რა არის წამი, წუთი, საათი. აუხსენით, რისი გაკეთება შეიძლება ამ დროის განმავლობაში. იფანტაზიორეთ, რას მოასწრებთ წამებში, რას დაჭირდება წუთები და რას - საათი.
4. დამატებითი ინფორმაციისთვის მოუყევით წელიწადის დროების შესახებ. გაახესენეთ, რითი განსხვავდება ზამთარი ზაფხულისგან, რისი თამაში შეიძლება, როგორ უნდა გვეცვას ამ პერიოდებში.
5. კიდევ ერთი სავარჯიშო დროის აღსაქმელად - მოუყევით დღის განმავლობაში რამდენჯერ იცვლება დრო - დილა, შუადღე, საღამო, ღამე. გაახსენეთ, რას აკეთებს დღის თითოეულ მონაკვეთში.
6. ცოტა მოზრდილ ბავშვს დილიდანვე დაუგეგმეთ დრო, ოღონდ მისთვის სასიამოვნო პროცესებით. დაუწესეთ ზღვარი, რომ ეს უნდა მოასწროს, ვთქვათ, მამას სამსახურიდან დაბრუნებამდე.
ეს ყველაფერი ტავიდან შეიძლება არასერიოზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუნდაც დააფიქროთ იმაზე, როდის რა გააკეთოს და მოასწროს, ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. დისციპლინა და საქმის დროში სწორი განაწილება სამომავლოდ მისი ყგელაზე საჭირო ჩვევა იქნება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.