ამ დადებით მხარეებზეც დაფიქრდით: მართალია, საახალწლო სუფრაზე ფეხმძიმე ქალს გარკვეული აკრძალვები აქვს: მისთვის არ შეიძლება ზოგიერთი კერძის გასინჯვა, შამპანურის დალევა, მაგრამ ამ მდგომარეობას თავისი უპიტარესობებიც აქვს. თუ ფიქრობთ, რომ საახალწლო აურ-ზაური ფეხმძიმესთვის ზედმეტი დატვირთვაა, ამ დადებით მხარეებზეც დაფიქრდით:
1. დაუპატიჟებელი სტუმრები თავს არ მოგაბეზრებენ.
2. ფეხმძიმეს არ სჭირდება განსაკუთრებული სამოსი და გამოპრანჭვა. ის უბრალო სვიტერშიც კი საუცხოოდ გამოიყურება.
3. უხერხული არ იქნება, თუ ყველა კანფეტს და ნამცხვარს თქვენ შეჭამთ.
4. თქვენი ოჯახისთვის ახალი წელი ორმაგი დღესასწაული იქნება.
5. სტუმრებისგან ჩვეული ძღვენის გარდა ფეხმძიმესთვის განკუთვნილ საჩუქრებსაც მიიღებთ, თქვენ კი მთელი ოჯახისთვის გაქვთ ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი.
6. საახალწლო ნაძვის ხესთან დაუვიწყარ ფოტოს გადაიღებთ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
7. თუ არავის ესტუმრებით, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, არავის ეწყინება.
8. არ დაგჭირდებათ მაღალქუსლიანი ფეხსაცლის ჩაცმა. ისინი მოსახერხებელი ოთახის ჩუსტებით ჩაანაცვლეთ.
9. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაწვეთ დასაძინებლად და ამით არავის აწყენინებთ.
10. საახალწლოდ საბავშვო სამოსისა და ნივთების ყიდვას დიდი ფასდაკლებებით შეძლებთ.
11. წამოზრდილი მუცელი თეფშის დასადებად გამოგადგებათ.
12. საახალწლო სუფრა ჯანსაღი საკვებით იქნება მდიდარი.
ყველა თუ არა, რამდენიმე მომენტი მაინც სასიამოვნო უპირატესობად მოგეჩვენებათ.
წაიკითხეთ ასევე: როგორ უნდა ეცადოს დედა, რომ ლამაზი შვილი გააჩინოს