ყველაზე კითხვადი
რისთვის არის კარგი ფორთოხალი და რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს
რისთვის არის კარგი ფორთოხალი და რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს
ფორთოხალი - მზის ხილია. მისი მკვეთრი ფერის კანი, სასიამოვნო არომატი და წვნიანი შიგთავსი არავის დატოვებს გულგრილს. ფორთოხალი ევროპაში ჩინეთიდან - ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან შემოიტანეს. ცნობილია ფორთოხლის 70 სახეობა.

ფორთოხლის სასარგებლო თვისებები
ეს ლამაზი, ფერადი ხილი, როგორც მეცნიერები ამბობენ, ორი კულტურის - მანდარინისა და პომელოს შეჯვარებით მიიღეს. სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა როგორც რბილობი, ასევე კანიც. ფორთოხლის წვენი კარგად კლავს წყურვილის გრძნობას, ენერგიით ავსებს ორგანიზმს მთელი დღის მანძილზე. მისგან ამზადებენ ჯემს და მარმელადს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მისი ცედრა გამოიყენება როგორც უალკოჰოლო, ასევე ალკოჰოლურ სასმელებში. მისგან მზადდება
ეთერზეთები, რომელსაც იყენებენ არომათერაპიასა და პარფიუმერიაში. მასში დიდი რაოდენობით С ვიტამინია, რაც აძლიერებს იმუნიტეტს, ამღლებს შრომისუნარიანობას. გარდა ამისა, იგი В, А, РР ვიტამინების წყაროა, ასევე მინერალური ნივთიერებების: ფტორის, ფოსფორის, თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის, ბორის და კალიუმის საბადო. ლიმონის მჟავა, რომელიც ფორთოხლის შემადგენლობაში შედის, ხელს უშლის მასში ნიტრატები დაგროვებას. მაგალითად ფორთოხლისაგან განსხვავებით - მწვანილი, სოკო, ბაღჩეული კულტურები აქტიურად იწოვენ ნიადაგიდან მავნე ნივთიერებებს. ამიტომ ის თამამად უნდა ჩართოთ არა მხოლოდ დიდების, არამედ ბავშვების რაციონშიც.  ფორთოხალი სასარგებლოა რესპირატორული დაავადებების დროსაც. ფიტოციტების შემცველობის წყალობით, ეს ნაყოფი ითვლება მცენარეულ ანტიბიოტიკად, რბილობის ნაყენი გამოიყენება სიცხის დამწევ საშუალებად.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა მანდარინის შესახებ

ფორთოხალი რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც აწუხებს ყაბზობა, ანემია, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებები, გულისა და სისხლძარღვების პრობლემები. კოსმეტოლოგიაში რბილობის ნიღბები გამოიყენება კანის გასაახალგაზრდავებლად. ასეთი პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი, სუფთა და იძენს ჯანმრთელ ფერს.
ფორთოხლის სარგებლობას ამტკიცებენ დიეტოლოგებიც. არსებობს წონის კორექციის უამრავი პროგრამა, რომელშიც სწორედ ფორთოხალი შედის. მისი დაბალკალორიულობა და მდიდარი ვიტამინ-მინერალური შემადგენლობა ეფექტურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.

ფორთოხლის მავნებლობა
ფორთოხალი ყველასთვის სასარგებლო როდია. ბევრ ადამიანს მასზე ალერგია აქვს. ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მოხმარება არ შეიძლება. ასევე მათ, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები: გასტრიტი, მომატებული მჟავიანობა, კუჭის წყლული, ფორთოხალი უკუნაჩვენებია. ასევე ლაქტაციის პირველ თვეებში.

ფორთოხალი ბავშვებში
ფორთოხალი 1 წლის შემდეგ შეიძლება ჩართოთ ბავშვის რაციონში. კარგი იქნება, თუ ჯერ გაასინჯებთ ფორთოხლის წვენს. მცირე რაოდენობის წვენი გააზავეთ ანადუღარ გაციებულ წყალში - პროპორციით 1:1 და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას. ალერგიული რეაქცია ძირითადად გამონაყარის სახით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეწყვიტეთ მისი მიცემა და ცოტა მოზრდილ ასაკში კიდევ სცადეთ. პატარების რეაქცია ფორთოხალზე ინდივიდუალურია, ამიტომ ახალი პროდუქტის მიცემისას ორიენტირება მოახდინეთ ბავშვის ჯანმრთელობის გათვალისწინებით.
4428
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
26.06.2017
არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დედამ
22.06.2017
„მარტო ის არაა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდე და სელფები გადაიღო...“
20.06.2017
რატომ არ უნდა გამოფინოთ ფეისბუქზე ექოსკოპიის შედეგები ან სელფი კოცნის სცენით?
19.06.2017
ძველად მას საქართველოში ბავშვებსაც ასმევდნენ - ამბობდნენ, ყივანახველას მკურნალობსო
18.06.2017
სამი შვილის დედის, მსოფლიო ბესტსელერების ავტორის რჩევები
11.06.2017
ზოგიერთი დედა ჩივის, რომ პატარა ცუდად იკვებება და მას ძალით აჭმევენ ან დაპირებებით ატყუებენ




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი