საოჯახო საქმეებმა ოჯახის სრულყოფილ წევრად უნდა აგრძნობინოს თავი მშობლების უმეტესობას მიაჩნია, რომ თუ ბავშვს საოჯახო საქმეების შესრულებას დაავალებს, მას ბავშვობას წაართმევს. მაგრამ ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მშობლებმა ბავშვებს დამოუკიდებლობის შეგრძნება უნდა გაუღვოვონ; საოჯახო საქმეებმა კი ოჯახის სრულყოფილ წევრად უნდა აგრძნობინოს თავი.
საოჯახო საქმეები სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის.
3 წლის ბავშვისთვის
ბავშვა უნდა შეძლოს საღამაშოების მოგროვება და კალათაში, ყუთში ჩალაგება.
თავისი პალტოს და ფეხსაცმელების ადგილი სახლში
უნდა შეეძლოს კბილების გამოხეხვა, ხელებისა და პირის დაბანა, შემშრალება, თმის დავარცხნა.
მცირე დახმარებით უნდა შეძლოს სამოსის გახდა.
დაავალეთ:
წიგნი ან ჟურნალი დადოს თაროზე.
ხელსახოცები, დანა-ჩანგალი და თეფშები დააწყოს მაგიდაზე.
საჭმლის ჭამის შემდეგ თავისი თეფშის და კოვზის ნიჟარასთან მიტანა.
მცირე პროდუქტის დაბინავება.
4 წელი ბავშვისთვის
საწოლის ალაგება. (თქვენნაირად ბვერ დაალაგებს, სამაგიეროდ მიეჩვევა, რომ საწოლი არეული არ უნდა დარჩეს)
მტვრის გადაწმენდა.
დაავალეთ:
სუფრაზე ლამაზად დააწყოს თეფშები და სხვა ჭურჭელი
ბაღის, ეზოს, აგარაკის დალაგებაში მონაწილეობის მიღება.
რამდენიმე თეფშის ან ჯამის გარეცხვა
რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილი საქმეების სრულყოფილად და თქვენს მაგივრად კეთება არ იგულისხმება. უბრალოდ, დაავალეთ და მცდელობის საშუალება მიეცით. შეიძლება ხელმეორედ თქვენი გასაკეთებელი გახდეს, სამაგიეროდ ბავშვი მიეჩვევა შრომას და იმის შეგნებას, რომ მასაც უნდა ჰქონდეს ოჯახში მოვალეობები.