მან განსაკუთრებულ, ძალიან მარტივ ხერხს მიაგნო (+ ვიდეო) "თასმების შეკვრის ყველაზე მაგარი მეთოდი! ვდებ ინტერნეტში, რომ ყველას დავეხმაროთ, ვისაც ეს პრობლემა აქვს!" - მიაწერა ამ ვიდეოს ამერიკელმა ეშლი ლიპარდმა. 2-წუთიან ვიდეორგოლზე მისი 5 წლის ვაჟი კოლტონი იატაკზე მკდარი მშვიდად იცვამს ფეხსაცმელს და თასმების შეკვრის მართლაც ძალიან იოლ მეთოდს სთავაზობს თანატოლებს.
ვიდეოს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კომენტარებში კი ათასობით მშობელმა დაწერა, რომ მათმა შვილებმა მართლაც ისწავლეს აქედან თასმების შეკვრა.
აყურებინეთ თქვენს პატარებსაც და გადაჭერით ეს პრობლემა.