დეოდორანტი სხვა მიზნებისთვისაც გამოგადგებათ დეზოდორატი პირადი ჰიგიენის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დეოდორანტი სხვა მიზნებისთვისაც გამოგადგებათ.
1. შეაჩერეთ ოფლი მკერდის ქვეშიდან
არა აქვს მნიშვნელობა ბიუსტჰალტერს ატარებთ თუ არა. მკერდის დაბლა ზონა _ ეს არის ადგილი, სადაც იდეალურად მრავლდებიან ბაქტერიები და ვირუსები. ამიტომ, ამის აღმოსაფხვრელად, დილაობით, აბაზანის შემდეგ დეზოდორანტი მკერდის ქვეშაც წაისვით.
2. მუწუკების მოშორება
დეზოდორანტი არამხოლოდ უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ იღლიებიდან, არამედ, მუწუკებსაც. თუმცა, სანამ წაისვამდეთ დარწმუნდით, რომ თქვენი დეზოდორანტი ანტიპერსპირანტია, იღლიები მშრალი გექნებათ, კანი _ მუწიკებისგან გათავისუფლებული.
3. სათვალე აღარ გამოგიცურდებათ
ყოველი მეორე ადამიანი ღიზიანდება, როცა გაუფლიანების შემდეგ სათვალე უსხლტება ცხვირიდან. ესე რომ არ მოხდეს, სათვალის ჩარჩო ანტიპერსპირანტით დაამუშავეთ.
4. თმა რომ არ მოგეწებოთ
ცხელ ამინდში შუბლი და კისერი სწრაფად ოფლიანდება და თმას იწებებს. ეს რომ არ მოხდეს და ვარცხნილობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ, თმის ზრდის ზოლზე, კანზე დეზოდორანტი წაისვით და პრობლემას დაივიწყებთ.
5. მარტივად ჩაიცვამთ ვიწრო ჯინსს
ვიწრო ჯინსი მუდამ პოპულარულია, მაგრამ რთულად ჩასაცმელია. თუმცა, თუ ბარძაყსა და წვივზე დეზოდორანტს წაისვამთ, ვიწრო ჯინსს მარტივად ჩაიცვამთ.
6. უსიამოვნო სუნი ფეხებიდან
თუ ფეხებიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა გსურთ, დეზოდორანტი ფეხებზეც წაისვით. გახსოვდეთ, რომ ფეხზე 250 ათასი ოფლის ჯირკვალია განლაგებული და მას სხვა ორგანოებისგან განსხვავებით განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
7. ბებერასა და კოჟრისგან დასაცავად
თუ ახალნაყიდი ფეხსაცმელი ვიწროა და გეშინიათ, ბებერა არ გაგიჩნდეთ, დეზოდორანტი წაისვით, ის დაიცავს თქვენს ფეხს.
8. გაპარსვის შემდგომი გაღიზიანება
გაპარსვის შემდეგ განსაკუთრებით, ბიკინის ზონის კანი წითლდება და გიზიანდება. დეზოდორანტი დაგეხმარებათ დააცხროს გაღიზიანება. წაისვით გაპარსვის შემდეგ დეზოდორანტი.