ყველაზე კითხვადი
ექიმი კომაროვსკის 7 ოქროს წესი, თუ თქვენი შვილი გაჯეტებით სარგებლობს
ექიმი კომაროვსკის 7 ოქროს წესი, თუ თქვენი შვილი გაჯეტებით სარგებლობს
დღეს პრაქტიკულად ყოველ ბავშვს აქვს სმარტფონი ან პლანშეტი. ბავშვები თავისუფალ დროს ატარებენ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანთან.

ასეთმა ტენდენციამ უფროსების შეშფოთება გამოიწვია. ამიტომ ექიმმა კომაროვსკიმ გადაწყვიტა მშობლებისთვის მიეცა რეკომენდაცია, თუ რა წესების დაცვაა საჭირო გაჯეტებით სარგებლობისას.

დაადგინეთ წესები
საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა წესების დაცვაა საჭირო ვირტუალურ სამყაროში. დაადგინეთ საზღვრები, რომელსაც არ უნდა გადავიდეს ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში.

აღზრდა დაიწყეთ საკუთარი თავიდან
პატარა ბავშვები უფროსების ქცევის კოპირებას ახდენენ. ამიტომ თუ ბავშვს დაანახებთ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ვირტუალურ სამყაროში თქვენ თვითონ მინიმალურ დროს ატარებთ, მასაც ჩამოუყალიბდება
მოსაზრება, რომ ეს არის სწორი საქციელი.


ასევე იხილეთ: მიზეზები, თუ რატომ არ უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვის გაჯეტებით გატაცებას


აღმოაჩინეთ ბავშვთან ერთად
ვირტუალურ სამყაროში აღმოაჩინეთ რაიმე ახალი ბავშვთან ერთად. თუ მან დაგისვათ კითხვა, ერთად იპოვეთ ინტერნეტში მასზე პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ ვირტუალური სამყარო ბევრ სასიკეთოსაც მოიცავს და თუ მაინც ატარებს იქ გარკვეულ დროს, სასარგებლოდ მაინც გაატაროს.

მეტი ყურადღება დაუთმეთ სასარგებლო გვერდებს
ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. შეგიძლიათ გადმოწეროთ სმარტფონზე ან კომპიუტერზე სასაწავლო პროგრამები, რომლებიც განუვითარებს ბავშვს ფანტაზიას, ლოგიკას და ინტელექტს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პროგრამებს, რომლებიც შეიმუშავეს პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა.

შეარჩიეთ თამაშები, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ გარემოსთან ურთიერთობას
მაგ: ინტერაქტიული პროგრამები, სადაც ბავშვი შეძლებს უშუალოდ მონაწილეობის მიღებას და არა მხოლოდ ეკრანის ყურებას. ასევე შეგიძლიათ ბავშვთან ურთიერთობა სკაიპის ან მესენჯერის მეშვეობით (როდესაც მასთან ერთად არ ხართ), რაც დაეხმარება მეტყველების განვითარებაში.


ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსი - დიაგნოზი, რომელიც ყველას ემუქრება!


სწორად გამოიყენეთ სოციალური ქსელები
თანამედროვე მოზარდებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე. აუხსენით ბავშვს, თუ როგორ აიცილოს თავიდან შეცდომები, რომლებმაც შეიძლება უსიამოვნებამდე მიიყვანოს.

შექმენით სახლში "თავისუფალი ზონა"
გამოყავით გარკვეული ადგილი, სადაც აკრძალულია გაჯეტებით სარგებლობა. მაგალითად, საძინებელი და სასადილო. ეს დაეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, რომ ძილისა და კვებისთვის განკუთვნილი ადგილები - ხელშეუხებელია.

ასევე იხილეთ: რატომ უკრძალავდა სტივ ჯობსი თავის შვილებს აიფონების გამოყენებას?
44066
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
11:11 / 14-02-2017
მარი ე.ი იმ დონის დებილი ხარ, რომ აზრიც ვერ გამოიტანე. გაჯეტებით არ ისარგებლონ სასადილოშიოოო
12:21 / 11-02-2017
მარის
"ვაი შენს პატრონს" აღმომხდა შენს კომენტარზე : D
17:02 / 10-02-2017
მარი
სასადილოში რა არ ვიკვებებით?რა სულელური სტატიაა....
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
20.03.2017
მშობლები ცდილობენ, ბავშვებს გარკვეული აკრძალვები დაუწესონ. რას აკეთებენ ამ დროს ბავშვები?
18.03.2017
დაუდგენელია, რა წარმომავლობისაა ხორცი, სად გაიზარდა, როგორ პირობებში ინახავდნენ
17.03.2017
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე მათ პატარას ხასიათი შეეცვალა
13.03.2017
იაპონური სისტემა ბავშვის ინტელექტის განვითარებისთვის: 8 თამაში და 5 ჩვევა
03.03.2017
არაპროფესიონალი ანიმატორები, გულდაწყვეტილი ბავშვები, სკანდალები, ტრავმები და სფერო, რომელსაც არავინ არეგულირებს
03.03.2017
რა დაავადებებს კურნავს ღვინო ბავშვებში
24.02.2017
ბავშვის მშვილებელი არ შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანი, მათ შორის




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი