არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! 1. თუ გსურთ, რომ გაიგოთ, გამოცხვა თუ არა ცომი, ჩაარჭვეთ მასში წვეტიანი ხის ჩხირი. თუ ჩხირი მშრალი იქნება, ნიშნავს, რომ ნამცხვარი მზად არის და მისი ღუმელიდან გამოღება შეიძლება.
2. თუ აპირებთ ცომში ქიშმიშის დამატებას, გაავლეთ ქიშმიში ცხელ წყალში და შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ქიშმიში თანაბრად განაწილდება ცომში.
3. მაკარონი, ბრინჯი ცუდად იხარშება რძიან სუპში. ამ პრობლემას იოლად გადაწყვეტთ, თუ მანამდე ბურღულეულს ან მაკარონის ნაწარმს მარილიან წყალში მოხარშავთ.
4. არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! ხარშვისას ის არომატს სძენს კერძებს, თუმცა, შემდეგ გემოს გაუფუჭებს.
5. იმისათვის, რომ ლობიო, ბარდა უფრო სწრაფად მოიხარშოს, ხარშვის პროცესში ყოველ 5-10 წუთში დაუმატეთ 1 ს/კ ცივი წყალი.
6. თუ სალათში უმი ხახვის დამატებაა საჭირო, ძალიან წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ საწურში და დაასხით მდუღარე. ის დაკარგავს სიმწარეს და ბევრად გემრიელი იქნება.
7. თუ ბოლოკს გახეხავთ და რამდენჯერმე ცივ წყალში გაავლებთ, მას აღარ ექნება მწკლარტე გემო.
8. ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაყოფი არ იყოს ძალიან დიდი ზომის, ასევე კომბოსტოს არ უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები. ეს ნიტრატების არსებობაზე მიუთითებს!