რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი თვისება აქვს მას
რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი თვისება აქვს მას
დღეს უამრავ მოზარდს ხელში უცნაური, პროპელერის მსგავსი ნივთი უჭირავს. სპინერი, ფიჯეტ სპინერი, ბზიალა - მარტივი კონსტრუქციით არის შექმნილი. დიდი და საშუალო თითით უნდა გეჭიროთ და ატრიალოთ.
არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასის სპინერი. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და სოლიდურ ბიზნესმენსაც.

სათამაშო? ვის სჭირდება სპინერი
ის "გულის გადასაყოლებელია" მოუსვენარი, ნერვიული ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუსვენარი მოძრაობები აქვთ: ფრჩხილებს იჭამენ, თითებს მაგიდაზე აკაკუნებენ, ფეხის ქუსლს ან წვერს აბაკუნებენ იატაკზე და ა.შ.
სპინერი მათ ყურადღების გადატანაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეხმარება. მაგრამ ის ადამიანები,
რომლებსაც მსგავსი ჩვევები არ ახასიათებთ, ამბობენ, რომ სპინერი კონცენტრირებაში, აზრების მოკრებაში ეხმარებათ.

მისი შემქმნელები ამბობენ, რომ სპინერი ფოკუსირებაში ეხმარება აუტისტ, დაუნის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიურ ადამიანებს. თითქოს, მისი ვიბრაცია და ხმა თერაპიულ ეფექტს ახდენს.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის სპინერს ბრუნვის თავისებური მახასიათებელი აქვს. მაღალხარისხიანი სპინერი დიდხანს და სწრაფად უნდა ბზრიალებდეს. ძვირად ღირებული და ძვირფასი მოდელები 10 წუთსაც ტრიალებს.


საფრთხე სპინერისგან

1. სპინერით შესრულებულ ტრიუკებს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. მბრუნავ სპინერს ბავშვები ხან თითებზე, ხან ლოყებზე, ხან ცხვირზე იდებენ.  მარტივი ილეთისგან ადამიანს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ არასწორად შეასრულებს ილეთს ან უნებლიე მოძრაობას გააკეთებს, ტრავმა გარდაუვალია. თავდაპირველად ნელა უნდა გამოიყენოთ, მხოლოდ შემდეგ მოუმატოთ სიჩქარეს. სწრაფი და მკვეთრი მოძრაობა სიკეთეს არ მოგიტანთ, მხოლოდ აგრესიას და ზიანს.
2. როგორც ვახსენეთ, სპინერი "ტიკებიანი" ადამიანების "ნუგეშია", მაგრამ საყოველთაო მიბაძვით, ის თითქმის ყველა ბავშვს ხელში უჭირავს. ანუ მათაც, ვისაც სრულებით არ სჭირდება. ამ შემთხვევაში კი ის მავნე ჩვევის გაჩენის მიზეზი უფროა, ვიდრე მშველელი. 


სპინერების ტიპი

სინგლი - ერთსაკისარიანი, მარტივი კონსტრუქცისაა, 5 დაახლოებით წუთს ბრუნავს.
mshoblebi
ტრი-სპინერი - ყველაზე გავრცელებული მოდელია. სამყურას ჰგავს, რომელსაც ცენტრში საკისარი აქვს. კონსტრუქცია პროპელერს ან ნინძას ვარსკვლავს ჰგავს. ტრი-სპინერი როგორც წესი, აწყობილია პლასტიკის, მეტალისა ან ხისგან.
mshoblebi
კვად-სპინერი - ოთხფრთიანი სპინერი მძიმეცაა და ზომითაც დიდია. ზომიერად ბრუნავს.
mshoblebi
ეგზოტიკური - სხვა სპინერებისგან განსხვავებული, ასიმეტრიულია. ზოგიერთი შეიძლება იყოს მონეტის ზომის, ან გიგანტური, როგორც შუასაუკუნეების დასჯის იარაღი.
mshoblebi
წაიკითხეთ ასევე: როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბავშვის "ტიკებს" და მავნე ჩვევებს - ნევროლოგის რჩევები
134167
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (6)
22:29 / 31-05-2017
ნინძას ბიძა
თუ რამეს მეც აქ ვარ...
17:11 / 31-05-2017
ნინძას და
შენ ვინ ხარ რო ნინძების ოჯახს შეურაწმყოფ? :D :D :D :D :D
12:11 / 31-05-2017
სალომე
ნინძების ოჯახის კომენტარებზე ვიხალისე
07:08 / 31-05-2017
ნინძას დედა
სასწრაფოს გამოუძახეთ, ბებოს თავში გაარტყა....
21:24 / 30-05-2017
ნინძას მამა
ფრთხილად ითამაშე მამი ხელი არ გაიჭრა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
22.06.2017
„მარტო ის არაა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდე და სელფები გადაიღო...“
20.06.2017
რატომ არ უნდა გამოფინოთ ფეისბუქზე ექოსკოპიის შედეგები ან სელფი კოცნის სცენით?
19.06.2017
ძველად მას საქართველოში ბავშვებსაც ასმევდნენ - ამბობდნენ, ყივანახველას მკურნალობსო
18.06.2017
სამი შვილის დედის, მსოფლიო ბესტსელერების ავტორის რჩევები
11.06.2017
ზოგიერთი დედა ჩივის, რომ პატარა ცუდად იკვებება და მას ძალით აჭმევენ ან დაპირებებით ატყუებენ
07.06.2017
ამ შეცდომებს უფროსები ხშირად ვუშვებთ




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი