პატარებს, რომლებსაც კოვზით კვებავენ, მეტი შანსი აქვთ წონაში მომატებისა, ვიდრე იმათ, ვინც თავისი ხელით ჭამს პატარებს, რომლებსაც კოვზით კვებავენ, მეტი შანსი აქვთ წონაში მომატებისა, ვიდრე იმათ, ვინც თავისი ხელით ჭამს. ამავე დროს მაგიდასთან ადრეული დამოუკიდებლობა ეხმარება ბავშვს სწორი კვების უნარის ჩამოყალიბებაში და დადებითად მოქმედებს მის ხასიათზე. ბავშვები, რომელთაც აძლევენ უფლებას, თავად აირჩიონ რომელი და რა რაოდენობის საკვები მიიღონ, უფრო აქტიურები, ცნობისმოყვარეები და დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პასიურად სხედან თავის სკამზე და დამჯერად უღებენ პირს მოახლოებულ კოვზს.
ასეთი რეკომენდაციებია დიდი ბრიტანეთის, სუონსის უნივერსიტეტის პროფესორის ემი ბრაუნის წიგნში "მყარი საკვების მიღების დაწყება: რატომ არის ეს ძალზე მნიშვნელოვანი". ამგვარი დასკვნები ბრაუნმა გააკეთა 300-მდე ბავშვზე ჩატარებული დაკვირვებით. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომელთაც აქვთ საშუალება, მაგიდასთან საკუთარი სურვილით შეარჩიონ საკვები და მისი რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ხელით მიირთმევენ და არა უფროსის მიერ გამოწვდილი კოვზიდან, უვითარდებათ სასარგებლო უნარი, რომელიც არ მისცემს მათ საშუალებას, ზედმეტი კილოგრამები დააგროვონ.
"მიეცით ბავშვს უფლება, მიირთვას ცოტა და ისე, როგორც მას უნდა. როდესაც ბავშვს მიუტანთ პირთან კოვზს და ეუბნებით: "აბა გააღე ჩქარა პირი, ნახე, გემი მოცურავს" და ბავშვი ამ დროს უარის ნიშნად თავს აბრუნებს, ეს იმის ნიშანია, რომ დროა შეჩერდეთ. პატარას არ შია. არ ღირს ძალით შეაჭამოთ თუნდაც ერთი კოვზი", - ემი ბრაუნი.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვის მზადყოფნა მყარი საკვების მისაღებად სამი ნიშანთვისების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს: თუ ბავშვი ზის დაუხმარებლად, კოორდინაციას უწევს თავის მოძრაობებს და დამოუკიდებლად შეუძლია აიღოს მყარი საკვები და შეჭამოს.