ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა მშობლებს მისცეს რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაეხმარებათ მათ და ბავშვებსაც, თავი აარიდონ პრობლემებს სკოლაში ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა მშობლებს მისცეს რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაეხმარებათ მათ და ბავშვებსაც, თავი აარიდონ პრობლემებს სკოლაში. არა აქვს მნიშვნელობა, პირველად წაიყვანეთ ბავშვი სკოლაში, თუ მის ცხოვრებაში უკვე მესამე სასწავლო წელი იწყება, ნებისმიერ შემთხვევაში გაქვთ შინაგანი ღელვა, როგორ შეეგუება თქვენი შვილი ყველა იმ სირთულეს, რომელიც აუცილებლად შეხვდება გზად.
1. იკონტაქტეთ მასწავლებელთან
შეხვდით კლასის ხელმძღვანელს ერთი ერთზე (თუ ახალი დამრიგებელი გყავთ), წარუდექით და უთხარით რაიმე ამის მსგავსი: “იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ჩემს გოგონას (ბიჭს), იყოს წარმატებული". როდესაც მასწავლებელი მიხვდება, რომ მას აფასებენ და ენდობიან, ყოველივე ეს გააადვილებს შემდგომ ურთიერთობას. ასევე როცა ის მიხვდება თქვენი აქტიურობით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია შვილის სასკოლო ცხოვრება, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ეცდება, არაფერი გამოეპაროს და საქმის კურსში ჰყავდეთ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სიახლესა თუ პრობლემაზე.
2. დაიდგით ორი მაღვიძარა
დილა ოჯახის ყველა წევრისათვის შეიძლება კოშმარად იქცეს იმის გამო, რომ ყველას ერთდროულად ესაჭიროება საპირფარეშოსა და აბაზანაში შესვლა, საუზმის მომზადება, მაისურის მოძებნა და ა.შ. გამუდმებული დაგვიანება - ცუდი ჩვევაა. უფასურდება ბავშვის რეპუტაციას მასწავლებელთან და თანაკლასელებთან. თქვენთვისაც დადგით მაღვიძარა, ნახევარი საათით ადრე, რომ უფრო ადრე წამოდგეთ და მის ადგომამდე უკვე ფორმაში იყოთ.
3. ყოველთვის მოუსმინეთ ორივე მხარეს
ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა ისმენ ბავშვის წუხილს იმის გამო, რომ მასწავლებელი ცუდად მოექცა, თანაკლასელებმა აწყენინეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვები სხვადასხვანაირად იქცევიან სახლში და სკოლაში. ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენი ანგელოზივით შვილი სკოლაში არც ისე კარგად იქცეოდეს.
4. შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ კლასის ღონისძიებებში
გასაგებია, დასაქმებული მშობლისათვის ძალიან ძნელია, დროის გამონახვა ასეთი ღონისძიებებისათვის, მაგრამ როდესაც მთელი კლასი მიდის ექსკურსიაზე, მუზეუმსა თუ კინოთეატრში, ეს თქვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა უკეთ გაიგოთ, თუ რა ხდება კლასში, როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს შვილს თანაკლასელებთან, როგორ წრეში ტრიალებს.
5. ბავშვის მაგივრად არასდროს გააკეთოთ დავალებები
მას უნდა ესმოდეს, რომ საშინაო დავალება მხოლოდ მისი საქმეა. მთლიანად გამორიცხეთ თქვენი მხრიდან გვერდით დაჯდომა და „მოდი ერთად ვიმეცადინოთ“ - მსგავსი ფრაზები. რათა გაიადვილოთ პროცესი, საჭიროა დაადგინოთ წესები: არავითარი ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი თუ ტელეფონი მეცადინეობის დროს. თუ გაკვეთილების მომზადების დროს რაიმეს ვერ გაიგებს, მხოლოდ მაშინ მოგმართოთ.
6. არ უთხრათ ბავშვს, რომ თქვენც ცუდად სწავლობდით მათემატიკას
სჯობს უთხრათ: "მეც მიწევდა ბევრი მეცადინეობა, რათა თავი გამერთმია მათემატიკისთვის“. "აი, ეს საგანი მეც მიძნელდებოდა, მაგრამ ბევრი შრომით ვაღწევდი შედეგს".
7. მიიღეთ ზომები თუ მიხვდებით, რომ ბავშვი თავს ვერ ართმევს სკოლის პროგრამას
რაც უფრო ადრე მიაქცევთ ყურადღებას პრობლემას, მით მეტია შანსი ყველაფრის გამოსწორებისა. იგი ყოველთვის უნდა გრძნობდეს თქვენს მხარდაჭერას.